in

მკვლევრებმა VII საუკუნეში მცხოვრები თინეიჯერის სახე აღადგინეს

შესაძლოა, გოგო, რომელსაც სურათზე ხედავთ, ვინმე ნაცნობს მიამსგავსოთ — სინამდვილეში კი იგი დედამიწაზე 1300 წლის წინ დადიოდა… 16 წლის ანგლო-საქსი ქალის სახე საიდუმლოდ რჩებოდა მანამ, სანამ 2012 წელს მისი ჩონჩხი ოქროსა და გრანატის ჯვრით გულზე ხის საწოლში არ აღმოაჩინეს. ახლა კი ხელოვანმა ნიუ მორისონმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის სხვა მკვლევრებთან ერთად, მისი სახე ფოტორეალისტური ეფექტით აღადგინდა.

მორისონმა მეშვიდე საუკუნის გოგოს ვიზუალი მისივე თავის ქალის ზომების მიხედვით განსაზღვრა, რაშიც კავკასიელი ქალების ე. წ. ქსოვილის სიღრმის მონაცემებიც დაიხმარა. დნმ-ით ზუსტად დაადგინა თვალებისა და თმის ფერი, რაც სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა… მიღებული შედეგი კი ახალგაზრდა ქალის სახეს ასახავს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე:

საინტერესო იყო მისი სახის განვითარების ყურება, მარცხენა თვალი დაახლოებით ნახევარი სანტიმეტრით ქვემოთ აქვს, ვიდრე მარჯვენა, ეს კი ცხოვრებაში საკმაოდ შესამჩნევი უნდა ყოფილიყო, — აცხადებს მორისონი.

ხოლო გოგონას კვების რაციონი მკვლევრებს საკმაოდ ბევრს უყვება მის ცხოვრებაზე — ადრეული ბავშვობა ალპებში გაატარა, სავარაუდოდ, სამხრეთ გერმანიაში და 7 წლის ასაკში ინგლისში გადავიდა. მიგრირების შემდგომ, მისი კვებითი ჩვევებიც შეიცვალა. მოხმარებული პროტეინების ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. სპეციალისტ სემ ლუსის თქმით, იგი თავის ახალ სახლში, ტრამპინგტონში, ნაკლებ ხორცსა და რძის პროდუქტებს იღებდა. გოგონას ოქროსა და გრანატის ჯვარი — Trumpington Cross კი, ქრისტიანული იყო და მას არისტოკრატული ან სამეფო ოჯახიდან უნდა გადასცემოდა…

ალბათ, საკმაოდ ცუდად იყო, დიდხანს იმოგზაურა სრულიად უცნობ ადგილებში, საკვებიც კი განსხვავებული იყო და ეს მისთვის საშიშიც იქნებოდა… ის ფაქტი, რომ მისი რაციონი შეიცვალა, მისი ცხოვრების სტილის მნიშვნელოვან ცვლილებებზეც მიანიშნებს, — განმარტავს სემ ლეგეტი, არქეოლოგი. 

დროა, პრობლემებს თვალი გავუსწოროთ — კამპანია It’s Time

რას ფიქრობენ მარკეტერები გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე? — Cannes Lions 2023