14
Nov
2019

Angry Birds-ის სკუტერი მხოლოდ მძღოლის ყვირილზე მოძრაობს

14 Nov 2019

„2019-ში, რატომღაც, ყველა გაბრაზებულია. გაიხედავ და იქით – ბრაზი, აქეთ – ბრაზი, ყველა ყველგან ბრაზობს. მაგრამ გვჯერა, რომ ხანდახან, ცოტა ბრაზის „გამოშვებით“, შეიძლება, რაღაც დადებითი მოხდეს“, –  ამბობენ თამაშ Angry Birds-ის შემქმნელები – ეს „სასარგებლო სიბრაზე“ კი კამპანიას Bring the Anger (ჩართე სიბრაზე) უკავშირდება.

 

გამოცემა The Drum -ის ინფორმაციით, Angry Birds-ის გუნდმა სკუტერი The Rage Rider შექმნა, რომელიც მხოლოდ მაშინ მოძრაობს, როცა მძღოლი ყვირის. ასე რომ ბრაზი და აგრესია, დესტრუქციულობის გარდა, შესაძლოა, მამოძრავებელიც იყოს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

კამპანიის და მთლიანად ამ პროექტის ავტორი ამერიკული სააგენტო Droga5 New York-ია.

 

განხილვა