in

„აჭარა ჯგუფის“ მარკეტინგის მიმართულებას ანი გვათუა უხელმძღვანელებს

„აჭარა ჯგუფი“ ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო, როგორც ბრენდი და გარდა ამისა, ჩვენი დღევანდელი რეალობიდან და ამ ბრენდის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცნობისმოყვარეობა მქონდა, ჩემთვის ახალი – მარკეტინგის ხელმღვანელის პოზიციიდან, არსებულ გამოწვევებს თავს როგორ გავართმევდი.

ამიერიდან, ანი გვათუა „აჭარა ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს, რაც ნიშნავს, რომ გუნდის წევრების მართვასა და მათ განვითარებაზე ზრუნვასთან ერთად, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მოექცევა მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღება „აჭარა ჯგუფში“ შემავალი ბრენდებისთვის: Rooms Hotel Tbilisi, Rooms Hotel Kazbegi, Rooms Hotel Kokhta, „სტამბა“, „ლოლიტა“, „ფაბრიკა“ და ასევე, სხვა პროექტები.

BOG
BOG

გასული წლის განმავლობაში ანი „თიბისი ბიზნესის“ მარკეტერი იყო, უფრო მანამდე JWT Metro-ს სენიორ ექაუნთი, შემოქმედებით სფეროში მისი კარიერა კი სააგენტო LIVE-ში დაიწყო.

ანი გვათუა: „საქართველოში სულ რამდენიმე კომპანიაა, რომელთან თანამშრომლობასაც ვისურვებდი. ვფიქრობ, ამ კუთხით გამიმართლა იმიტომ, რომ ყოველთვის იმ ადგილას აღმოვჩნდებოდი ხოლმე, სადაც მუშაობა მომწონდა. „აჭარა ჯგუფის“ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო, როგორც ბრენდი და გარდა ამისა, ჩვენი დღევანდელი რეალობიდან და ამ ბრენდის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცნობისმოყვარეობა მქონდა, ჩემთვის ახალი – მარკეტინგის ხელმღვანელის პოზიციიდან, არსებულ გამოწვევებს თავს როგორ გავართმევდი.

დღეს, თითქმის ყველა ბიზნესი კრიზისულ სიტუაციაშია და თითქოს ყველა ორგანიზაციას უწევს საქმიანობის განახლება. დღევანდელი მოცემულობა, რასაკვირველია, ყველას შეეტყო, მაგრამ მგონია, რომ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე სტუმარმასპინძლობისა და სარესტორნო ბიზნესის ინდუსტრია დადგა.

ხოდა, მაინტერესებს, რას ვიზამ.

თავის მხრივ, პოზიციის კუთხითაც წინსვალაა ხელმძღვანელობა, რომელიც დამატებით პასუხისმგებლობებსაც მაკისრებს. გუნდის მართვა ყოველთვის შედიოდა ჩემს სამსახურებრივ მოვალეობაში, ექაუნთი ვიყავი თუ მარკეტერი, რადგან საბოლოო პროდუქტი კარგი რომ გამოსულიყო, სხვადასხვა მხარესთან ურთიერთობაში ლავირება მიწევდა. მაგრამ ახლა უკვე მომიწევს გუნდის წევრების კარიერულ განვითარებაზე ზრუნვაც. ყველაზე აქტიურად ახალი პოზიციის ამ ნაწილზე ვფიქრობ, რა შემიძლია, გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემს გუნდის წევრებს საკუთარი გამოცდილება მოვახმარო ისე, რომ საქმე ერთადაც კარგად ვაკეთოთ და რაც აინტერესებთ, კარიერაში იმ მიმართულებით წინსვლაშიც დავეხმარო“.

დილის ვარჯიშები, რომლებიც ზრდის გონებრივ აქტივობასა და სამუშაო განწყობას

ახალი პეტიცია – “ჯეფ ბეზოსმა შეიძინოს და შეჭამოს მონა ლიზა!”