in

ანი ჯიჯიაშვილი – გაიცანი წარმატებული სტეპერები

ანი, გვიამბე რა სპეციალობაზე სწავლობდი სტეპში?

სტეპში დავამთავრე Front-End Development-ის კურსი, რომლის განმავლობაში შევისწავლე ვებტექნოლოგიები: HTML, CSS, JavaScript, Angular. ამ ყველაფერში, მთავარი მომენტი იყო ის, რომ სწავლის პროცესში არა მხოლოდ ვებტექნოლოგიები და საიტების შექმნა ვისწავლე, არამედ საკუთარი შესაძლებლობებისაც დავიჯერე. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ დამასახელეს საუკეთესო სტუდენტად და მოვიპოვე 100%-იანი დაფინანსება, რამაც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცა პროფესიულ განვითარებაში.

რატომ აირჩიე ეს მიმართულება? 

დამეთანხმებით, რომ ვებტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში, რადგან ისინი უდიდეს როლს ასრულებენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვებტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს შევქმნათ მარტივად აღსაქმელი, ეფექტური და ადაპტირებადი პლატფორმები, რომლებიც მომხმარებლებს გაუადვილებს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს. Front-End Development კი წარმოადგენს ამ ტექნოლოგიების ერთ-ერთი ყველაზე აქტიურ და გამორჩეულ მიმართულებას, სადაც ჩემი ცოდნა და უნარები მეხმარება შევქმნა არა მხოლოდ ფუნქციონალური, არამედ ვიზუალურად მიმზიდველი და მომხმარებელზე მორგებული ვებაპლიკაციები.  

ანი, რას საქმიანობ ამჟამად?

ამჟამად მეც IT აკადემია STEP-ის დიდი გუნდის წევრი ვარ და ვასწავლი Front-End დეველოპმენტს, ვებტექნოლოგიებს, უკვე სტუდენტებს ვუზიარებ საკუთარ გამოცდილებას და ვეხმარები პროფესიული უნარების განვითარებაში. გარდა ამისა, აქტიურად ვაგრძელებ ჩემს პროფესიულ განვითარებას და ვმუშაობ სხვადასხვა პროექტებზე, რათა გავიღრმაო ჩემი პრაქტიკული გამოცდილება და კიდევ უფრო განვავითარო საკუთარი უნარები ამ სფეროში.

როგორ გამოიყენებ სტეპში მიღებულ ცოდნას? 

მიღებული ცოდნა იქნება ჩემი პროფესიული განვითარების მტკიცე საფუძველი, რომელსაც მომავალში გამოვიყენებ როგორც რეალური პროექტების განხორციელებისას, ასევე საგანმანათლებლო საქმიანობაში. როგორც სტუდენტმა, IT აკადემია STEP-ში დავინახე რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი განათლება და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება. ახლა, როცა თავად ვასწავლი ახალბედა სტუდენტებს, სწორედ იმ გამოცდილებასა და ცოდნას ვუზიარებ, რაც აქ შევიძინე. ეს მეხმარება მათთან ეფექტური კავშირის ჩამოყალიბებაში და სწავლის პროცესის მართვაში.

გარდა ამისა, მუდმივად ვცდილობ ვიყო ტექნოლოგიური სიახლეების და თანამედროვე ტენდენციების კურსში, რათა სტუდენტებს მივაწოდო რაც შეიძლება აქტუალური, პრაქტიკული და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული ცოდნა.

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რაც სტეპში სწავლის დროს შეიძინე და როგორი იყო სწავლის პროცესი?

სტეპში სწავლის პროცესი ჩემთვის მხოლოდ ცოდნის მიღებას არ გულისხმობდა – ეს იყო სტუდენტზე მაქსიმალურად მორგებული გარემო, სადაც სწავლისა და განვითარების ყოველი ნაბიჯი წინასწარ გააზრებული და მიზნობრივად დაგეგმილია. აქ სწავლების პროცესი ისეა აწყობილი, რომ თეორიული ცოდნა ბუნებრივად გარდაიქმნას პრაქტიკულ გამოცდილებად, რაც პროფესიული HARD და SOFT უნარების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

სტეპის თანამედროვე სასწავლო სივრცე და სასწავლო პროგრამები სრულიად ცვლის სტანდარტულ ხედვებს და ქმნის ინოვაციურ, პრაქტიკაზე ორიენტირებულ გარემოს, რომელიც სტუდენტებს ტექნოლოგიური მომავლისთვის ამზადებს.

სტეპში გატარებულმა პერიოდმა არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა მომცა, არამედ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება სირთულეების მიმართ. ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რაც აქ მივიღე, იყო იმის გაცნობიერება, რომ ნებისმიერი ტექნიკური ამოცანა, როგორი რთულიც არ უნდა ჩანდეს – გადაჭრილია, თუ მას მოთმინებით, მიზანდასახულობით და სწორი სტრატეგიით მივუდგებით.

როგორც Front-End დეველოპერი, ვისწავლე ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად ანალიზი, კვლევა და მათი სიღრმისეული გააზრება. ამ გამოცდილებამ მომცა საფუძველი, რომ ნებისმიერი რთული კოდის ან ფუნქციონალის წინაშე კი არ შევშინდე, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიპოვო მისი გადაჭრის გზა.

რა როლი ითამაშა IT აკადემია STEP-მა შენ ცხოვრებაში?

IT აკადემია STEP-მა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩემს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე. აქ შევიძინე ის პრაქტიკული უნარები და ცოდნა, რომლებიც მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად თანამედროვე პროფესიულ გარემოში. აქ გავიცანი ადამიანები, რომელთა ინტერესებიც სრულად შეესაბამება ჩემსას, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კარიერული ზრდისა და განვითარებისათვის. სტეპმა არამხოლოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემს კარიერულ წინსვლაში, არამედ მომცა შანსი, ლექტორის როლში საკუთარი შესაძლებლობები გამომეცადა.

რა რჩევას მისცემდი დამწყებ პროგრამისტებს? 

ადამიანს შეუძლია მიაღწიოს ყველაფერს, თუ მას აქვს ინტერესი და დისციპლინა. თანამედროვე სამყაროში უამრავი რამ უშლის ხელს ფოკუსირებას, ამიტომ წარმატების მისაღწევად დისციპლინა აუცილებელია.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობა მუდმივი სწავლა და განვითარებაა, ამიტომ არ უნდა შეწყვიტოთ სწავლის პროცესი და მუდმივად გააუმჯობესოთ თავი, რათა დარჩეთ წარმატებული და მოთხოვნადი სპეციალისტები. გარდა ამისა, არც ის არის მნიშვნელოვანი, თუ რა გამოცდილება გქონდათ ადრე ტექნოლოგიებთან. ყველაფერი, რაც საჭიროა, არის მონდომება და მიზანდასახულობა. ჩემი რჩევა იქნება – დაისახეთ მიზანი და უკვე დღესვე გადადგით პირველი ნაბიჯები მისკენ.

[R]

Nebula AI Hub – AI სერვისების მიწოდებისა და განათლების ინოვაციური ცენტრი

კრისტალის ბიზნეს საკონსულტაციო სერვისი – მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის