ხელოვნებასთან დაკავშირებული აქტივებობები და მიმართულებები ბავშვობიდან მიზიდავდა. არაერთი საინტერესო შემოქმედებითი პროექტი შეგვიქმნია მეგობრებთან ერთად. შესაბამისად, ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, ლანდშაფტის არქიტექტურის მიმართულებით, მაგრამ მალევე მივხვდი რომ მონაცემებზე ორიენტირებული საქმის კეთება ბევრად საინტერესო და გამოწვევებით სავსე იქნებოდა ჩემთვის. ასე აღმოვჩნდი უნივერსიტეტში ჩაბარებიდან მალევე Starcom საქართველოს გუნდში, სადაც შესაძლებლობა მომეცა იმ დროისთვის საკმაოდ ახალ და საინტერესო მიმართულებას – ციფრულ მარკეტინგს – პრაქტიკის რეჟიმში, სიღრმისეულად გავცნობოდი. აქედან დაიწყო უდიდესი გამოწვევებით სავსე პერიოდი. თავიდანვე მივხვდი, რომ ცოდნა და ადაპტირება გადამწყვეტი იყო მუდმივად განვითარებად ინდუსტრიაში. ასევე, გამოვიყენე შემოქმედებითი მიდგომა და ნებისმიერი მიზნის მიღწევის პროცესში მივმართავდი როგორც არსებულ სტანდარტულ, ასევე, ჩვენს მიერ შექმნილ, შედეგზე ორიენტირებულად რესურსებს. შესაბამისად, ნებისმიერი კამპანიის დაგეგმვის, შესრულებისა და შეჯამების პროცესი სიახლეებით იყო სავსე. ციფრული მარკეტინგი იმდენად მრავალფეროვანი და განვითარებადი მიმართულებაა, რომ თუ თავიდანვე აზარტულად მიუდგები, სამუშაო პროცესი არასდროს გახდება მოსაწყენი ან რუტინული.
საკმაოდ სტრესული, მაგრამ საინტერესო და პროდუქტიული 3 წლის შემდეგ მომეცა შესაძლებლობა, ჩემი გამოცდილება გამეღრმავებინა საერთაშორისო ციფრული ტექნოლოგიების კომპანიაში, სადაც ციფრული ტექნოლოგიების ხელმძღვანელის პოზიცია დავიკავე. ჩემი პასუხისმგებლობა იყო წარმოდგენილი პროდუქტების ამომწურავად შესწავლა, ლოკალურ ბაზარზე ადაპტირება, ინვენტარის ოპტიმიზებული შესყიდვა და ეფექტური შედეგების მოპოვება. ყოველდღიური პატარა გამოწვევების გადალახვა მიზნების მიღწევის გზის დახვეწაში მეხმარებოდა.
მრავალფეროვანი გამოცდილებების დაგროვების შემდეგ, დავუბრუნდი ისევ Starcom-ის გუნდს, უკვე უფროსი კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ტრადიციული და ციფრული მედია სტრატეგიების შემუშავებას ითვალისწინებს. Procter & Gamble, Mondelez, Visa, Avon, Bricorama, Lexus, Sandoz – ეს იმ საერთაშორისო კომპანიების მცირე ჩამონათვალია, რომლებთან ყოველდღიურმა მუშაობამ უდიდესი გამოცდილება მომცა. როდესაც თანამშრომლობ ბრენდთან, როგორიც არის მაგალითად, Procter & Gamble, მსოფლიოში ყველაზე დიდი რეკლამის განმთავსებელი თავის სფეროში, ვალდებული ხარ მედია მარკეტინგის მიმართულებით, გლობალური ტრენდის ტემპს აყვე და შესაბამისად განავითარო ლოკალური ბაზარიც. „ვალდებულების“ მიუხედავად, ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცდილებაა. მონაცემებზე ორიენტირებული შეხედულებები გადამწყვეტ როლს თამაშობს ეფექტური მედია მარკეტინგული სტრატეგიების ჩამოყალიბებაში, შესაბამისად ეს უკანასკნელი ყოველთვის მონაცემების შეგროვებით იწყება, იმისთვის, რომ ზუსტად გავაანალიზოთ ვის, სად და რა ფორმით უნდა მივაწვდინოთ ხმა. რაც მეტად შევძლებთ ჩვენი სამიზნე აუდიტორიების ქცევის, შეხედულებების, სურვილების, მოთხოვნების და გემოვნების შესწავლას, კამპანიის შესრულებაც მით უფრო წარმატებული იქნება. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს კვლევა და ანალიზი, რომელშიც ჩართულია მთელი ჩვენი გუნდი. ხარისხიანი კვლევის ჩასატარებლად ყოველთვის ვაგენერირებთ ახალ არხებს, რაც ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია. დღევანდელ რეალობაში ჩვენი განწყობა, შეხედულება და ხასიათი მეტწილად დამოკიდებულია საკმაოდ არასტაბილურ გარემოზე, ამიტომ მნიშვნელოვანია მუდმივი მონიტორინგი, დროული რეაგირების მოსახდენად.
პირადად ჩემთვის, წარმოუდგენელია რუტინულ რეჟიმში ერთი და იმავე საქმის კეთება, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის უკვე 8-წლიანი სამუშაო გამოცდილების განმავლობაში, ყოველდღიურად ვეცნობი სიახლეს და ვეუფლები ახალ უნარებს. ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა Starcom-ის გუნდს, რომელიც როგორც იცით, მსოფლიოს 110 ქვეყანაში ფუნქციონირებს, შესაბამისად, შესაძლებლობა გვაქვს ნებისმიერი ბაზრის გამოცდილება გავიზიაროთ, რაც ფასდაუდებელია საქართველოსთვის.
ჩვენი საქმიანობა თავიდან ბოლომდე ემსახურება ადამიანებისთვის გამოცდილების შექმნას, გამოცდილება და ფსიქოლოგია კი ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო ბმაშია. ადამიანის ფსიქოლოგია გავლენას ახდენს ჩვენს მიერ გამოცდილების აღქმასა და ინტერპრეტაციაზე. ჩვენი შემეცნებითი პროცესები, როგორიცაა ყურადღება, მეხსიერება და აღქმა, ფილტრავს და ინტერპრეტაციას უკეთებს შემომავალ ინფორმაციას, აყალიბებს ჩვენს სუბიექტურ შეხედულებას სამყაროს შესახებ. ბოლო 3 წელია აქტიურად დავიწყე კომუნიკაციების ფსიქოლოგიის შესწავლა, რაც ძალიან მეხმარება პროდუქტისთვის/მომსახურებისთვის პერსონალიზებული მედია კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვასა და წარმატებით შესრულებაში.
გარემო, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში მიქმნის Starcom, ყოველთვის მაძლევს უფრო მეტისკენ სწრაფვის სურვილს, რაც ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია დასაქმებულისთვის.
ანი ოცხელი – სტარკომ საქართველოს კომუნიკაციების უფროსი მენეჯერი.










