in

მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია, რომელიც ბიზნეს სამყაროს დაბრკოლებებს ასახავს

All in a Day’s Work” – ყოველდღიური წარმატება თუ წარუმატებლობა

“All in a Day’s Work” ასე ჰქვია სადებიუტო მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ სერიებს, რომლებიც ბიზნეს სამყაროს ყოველდღიურ წარმატებასა თუ წარუმატებლობას ასახავს. მის შექმნაზე იმუშავეს სიქი სონგმა, საპროდუსერო კომპანიამ – MAJORITY და ანიმაციურმა სტუდიამ BUCK.

სიქი სონგი ოსკაროსანი რეჟისორია, რომელსაც ბევრი სხვა ცნობილი ანიმაცია აქვს შექმნილი, თუმცა მისი თქმით, “All in a Day’s Work” განსაკუთრებით საინტერესო პროექტი აღმოჩნდა – “როგორც თავად სტარტაპ კინემატოგრაფისტს, სერიალის ყველა სიუჟეტი გარკვეულწილად რეზონანს მაძლევდა”.

“ეს თოჯინების შოუს ჰგავს. თქვენ ეყრდნობით სპექტაკლს, ხუმრობას და ვიზუალურ თხრობას” – ამბობს თომას შმიდი, Buck-ის შემოქმედებითი დირექტორი.

12 ეპიზოდი Mailchimp-ის პლატფორმაზეა წარმოდგენილი, რომელიც სხვადასხვა სერიალებს, ფილმებსა და პოდკასტებს აერთიანებს.

კვლევების თანახმად, სუპერ ხელოვნური ინტელექტის მართვა შეუძლებელია!

ჰიბრიდული მუშაობის ეპოქა დაიწყო!