in

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ნიქოზი”

1-6 სექტემბერს, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მეექვსედ გაიმართება. მიუხედავად ახალზარდა ასაკისა, ფესტივალმა ანიმაციის სამყაროში დიდი პოპულარულობა მოიპოვა.

ფესტივალის მეგობრები ცნობილი “დრეზდენის”, “ანესის”, “სუზდალის”, “ლაიფციგის”, ამანიმაციური ფესტივალები და სხვადასხვა ანიმაციური სტუდიები გახდნენ.

ფესტივალს დიდი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. სოფელი ნიქოზი ცხინვალიდან 500 მეტრში მდებარეობს, მაგრამ სოფლის არცერთ მცხოვრებს სოფელი არ მიუტოვებია. ამაში წვლილი ხელოვნების სკოლასა (120 ბავშვი სწავლობს) და ანიმაციურ ფესტივალს მიუძღვის. ფესტივალი ყოველთვის ნიქოზელი ბავშვების შემოქმედების წარდგენით იხსნება.

წელს ფესტივალის სტუმრები იქნებიან გამოჩენილი ანიმატორები და ანიმაციის ცნობილი სკოლის წარმომადგენლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან (ანესის ანიმაციური ფილმების ფესტივალის სელექტორი, „ანესის“ ფესტივალი ანიმაციაში იგივეა, რაც „კანის“ კინოფესტივალი კინოში), იტალიიდან, რუსეთიდან, კანადიდან, პოლონეთიდან, ლიტვიიდან.

„ნიქოზის“ ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება მსოფლიო ანიმაციურ ფესტივალებზე გამარჯვებული ფილმები. მათ ნაწილს თავად ავტორები წარადგენენ.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, კინოცენტრი „ქართული ფილმი – აფხაზეთი“, დიუმას ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო სხვები.

შე-უკვე-თე “უკვე”-ს – აზიური სწრაფი კვების „გემრიელი“ ქართული სტარტაპი

მოვლენათა ტურიზმი – მომავლის ტრენდი