in

თქვენი ძაღლის კლონირება 50 000$ დაგიჯდებათ

შინაური ცხოველების კლონირება პოპულარული ხდება

შინაური ცხოველების კლონირება პრინცესასადა პოლიციელის, ჯონ მენდოლას, ამბავს უკავშირდება. ერთ დღესაც პოლიციელმა ქუჩიდან უპატრონო ძაღლი აიყვანა. შიჰ აფსოს ჯიშის ძაღლს დისნეის ანიმაციური ფილმების გმირების გამო პრინცესაუწოდა და მასზე ზრუნვაც დაიწყო. ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ, თუმცა 10 წლის შემდეგ ძაღლს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. 

M2
M2

მენდოლა ფიქრობდა, რომ პრინცესასგარეშე ვეღარ იცხოვრებდა, ამიტომ ძაღლის კლონირება გადაწყვიტა და ამისთვის კომპანიას — Viagen Pets and Equine მიმართა, ეს არის პირველი და ერთადერთი ადგილი ამერიკაში, სადაც შინაური ცხოველების კლონირება ხდება. პრინცესას გარდაცვალების შემდეგ, კომპანიამ ძაღლს ბიოფსია და ქსოვილის ნიმუშები აუღო. შედეგად, ერთი წლის შემდეგ სუროგატმა ძაღლმა პრინცესას ორი იდენტური კლონი გააჩინა. მათ კი უკვე პრინცესა არიელისა და პრინცესა ჟასმინის სახელით გვაცნობენ.

მიუხედავად იმისა, რომ მენდოლამ კლონირებით საუკეთესო მეგობრის დაბრუნება მოახერხა, ეს საკითხი მაინც სადავო რჩება. თუმცა მაშინაც კი, როცა ძაღლის კლონირებისთვის 50 000 დოლარის, კატისთვის 30 000 დოლარის, ხოლო ცხენისთვის 85 000 დოლარის გადახდაა საჭირო, ეს საკითხი მაინც პოპულარობას ინარჩუნებს. კლონირებული ძაღლებისა თუ კატების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, მათ შორისაა ბარბარა სტრეიზანდის ძაღლის ორი კლონიც.

როგორც ამბობენ, კლონირების რამდენიმე ტექნიკა არსებობს, თუმცა ყველაზე მეტად ცხოველის უჯრედის ბირთვს იყენებენ — იგი დონორის კვერცხუჯრედში შეყავთ, კვერცხუჯრედს ემბრიონად ლაბორატორიაში ზრდიან, შემდგომში კი სუროგატი დედის საშვილოსნოში ათავსებენ.

ცხოველთა დამცველები კი ამ საკითხს საკმაოდ პრობლემატურად თვლიან. მიაჩნიათ, რომ ისინი დაავადებებისკენ მეტად მიდრეკილნი არიან და ეს მიუსაფარი ცხოველების პრობლემასაც ამწვავებს.

ცხოველების პიროვნებები და მათი ჩვევები უბრალოდ არ შეიძლება განმეორდეს. მაშინ, როცა მსოფლიოში უამრავი კატა თუ ძაღლი თავშესაფარში, ან სულაც ქუჩაში იღუპება, კლონირება ამ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს, —- ამბობს ელისა ალენი, ცხოველთა უფლება დამცველი.

ურბანულ სამყაროსთან შერწყმული კედლის მხატვრობა

Amazon Alexa ველურ დასავლეთში – Droga5-ის ნამუშევარი