in

„Animal Collection“ – დიზაინის სტუდია Pragmatika-ს ლოგოტიპების ნაკრები

„Animal Collection“ ლოგოტიპების ნაკრებია. პროქტიზე გრაფიკული დიზაინის სტუდია Pragmatika-ს გუნდმა იმუშავა. როგორც დამფუძნებელი და არტ დირექტორი თაკო ჭაბუკიანი ამბობს, ვიზუალები სხვადასხვა კომპანიებისთვის შექმნეს, შემდეგ კი ერთი კონცეფციის ქვეშ გააერთიანეს.

„სელექციაში შესულია უცხოური სტარტაპებისა და ქართული კომპანიებისთვის – Georgia Capital, Skills.ge, Husky Motopark – შექმნილი ლოგოტიპები“. 

მისი თქმით, პროექტი სამუშაო პროცესში გაკეთებულ კონცეფციებსა და ლოგოების საბოლოო ვერსიებს აერთიანებს. 

„ყველაზე დიდი აქცენტი სილუეტზე, ნეგატიური და პოზიტიური სივრცეების ბალანსზე გავაკეთეთ“.

როგორც ავტორი ამბობს, კონცეფციების შესრულების საბოლოო ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ბადეების დახმარებით, ფორმის გეომეტრიულად გამართვა. 

 

პირველი მილიარდერი მწერალი მსოფლიოში – ჯოან როულინგის ბიზნესისტორია

თბილისის უბნები, სადაც პარკირების გადასახადი დაწესდება