19
Oct
2018

Animal Planet-ს ახალი ლოგო აქვს

19 Oct 2018

10 წლის შემდეგ, სატელევიზიო არხ Animal Planet პირველად იცვლის ლოგოს. ახალი ვიზუალური იდენტობა ეკუთვნის ნიუ-იორკში დაფუძნებულ დიზაინ კომპანიას – Chermayeff & Geismar & Haviv, რომელსაც ისეთი ბრენდებისთვის აქვს ლოგო შექმნილი, როგორებიცაა: NBC, National Geographic და Mobil.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

სააგენტოს დავალება იყო, რომ ახალი ვიზუალური იდენტობა ყოფილიყო ისეთი, როგორსაც „მსოფლიოს მასშტაბით, ყველგან“ გამოიყენებდნენ. ასევე, ლოგოში უნდა ასახულიყო არხის მრავალფეროვანი პროდუქცია და მომსახურება. ლოგოს ახალი დიზაინისთვის კი, CGH-მ გამოიყენა ბრენდის ძველი მეგობარი, სპილო.  Chermayeff & Geismar & Haviv: ისტორიულმა ლოგომ – სპილო გლობუსთან ერთად, თავის დროზე, ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა. სპილო არის ეგზოტიკური და ჭკვიანი ცხოველი, ვფიქრობთ, რომ განახლებული ლოგო ზუსტად გამოხატავს ბრენდის Animal Planet კონცეფციას. როგორც Animal Planet-ის მარკეტინგის ვიცეპრეზიდენტი, პაბლო პულიდო ამბობს, სააგენტომ ნამდვილად შეძლო ბრენდისთვის გლობალური ლოგოს შექმნა, რომელიც ზუსტად გამოხატავს ბრენდის ფილოსოფიას.

განხილვა