in

ნახეთ: ახალი ქართული თამაშის თრეილერი, რომელიც ზაფხულში ჩაეშვება

AnimatronX ქართული ვიდეო თამაშების დეველოპერული სტუდიაა, რომელიც სხვადასხვა პლატფორმაზე მუშაობს — PCVRConsoleMobile. დღეს კი სტუდიაში 5-თვიანი მუშაობის შედეგად შექმნილი თამაშის თრეილერის პრეზენტაცია შედგა, სახელწოდებით The Chewllers.

იგი სრულიად სტუდიის გუნდის რესურსით შეიქმნა და მასში უამრავი მიმართულების დეველოპერმა მიიღო მონაწილეობა. თამაშის ჟანრიდან გამომდინარე, ეს არის პირველი ქართული Multiplayer, VR, Base Defense პროექტი. The Chewllers-ის რელიზი შედგება ზაფხულის თვეში Steam პლატფორმაზე, ხოლო მოგვიანებით თამაში დაემატება Oculus და PSVR მარკეტებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსგავსი სიდიდისა და სირთულის თრეილერზე მუშაობის პრეცედენტი საქართველოში აქამდე არ გვქონია.

ფლორიდა Disney-ს კერძო მთავრობას აუქმებს

ხატია გრემელაშვილი მუშაობას FOX Entertainment-ში იწყებს