29
May
2019

ანიტა რაჭველიშვილი მეტროპოლიტენ ოპერას 10 საუკეთესო შემსრულებელს შორის დასახელდა

29 May 2019

სანამ ცნობილი საოპერო შემსრულებელი ანიტა რაჭველიშვილი თბილისის მეტროში მღერის, გვაქვს პატივი, გაცნობოთ, რომ იგი საზღვარგარეთ კვლავაც განაგრძობს საოპერო მწვერვალების დაპყრობას. გამოცემა Opera Wire-მა სულ ცოტა ხნის წინ დაასახელა მეტროპოლიტენ ოპერას 2018-2019 წლების საუკეთესო შემსრულებელთა ათეული, რომელშიც ანიტა რაჭველიშვილიც მოხვდა.

როგორც გამოცემა წერს, ამ წლებში მის მიერ ნათამაშები 3 როლი ერთმანეთზე უკეთესი იყო და რომ მან ამ როლებში მთელი მისი ენერგია და ძალა ჩადო. რაც საბოლოოდ იმით დაგვირგვინდა, რომ აღნიშნული წლები შემოქმედის ცხოვრებაში ყველაზე წარმატებულად ჩაითვალა.

განხილვა