2022-ის დასასრულს, თვალი გადავავლოთ, რით იყო კრეატივ დირექტორებისთვის გამორჩეული სარეკლამო კომუნიკაციების თვალსაზრისით გასული წელი? ამ კითხვით მივმართეთ სააგენტო Leavingstone-ის კრეატივ დირექტორს, ანჟე იერებს.
ძნელი იქნება 2022 წლის დავიწყება. კორონავირუსმა და ომმა უზარმაზარი გავლენა იქონია მედიასივრცეზე. ცვლილება შეეხო კომუნიკაციებისა და სარეკლამო სფეროსაც. წლევანდელმა წელმა ჩემზეც უზარმაზარი გავლენა იქონია.
2022 წლიდან აუცილებლად გვემახსოვრება, როგორ შეიმუშავეს ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა მტკიცე იდენტობა და კამპანია https://brave.ua/en უკრაინის მხარდასაჭერად. ამ კამპანიის ფარგლებში, ისინი საუბრობენ თავიანთი სურვილისა და უფლების შესახებ, იბრძოლონ თავიანთი თავისუფლებისთვის.
უდავოდ, საქართველოშიც ძალიან ბევრი ადამიანი მაქსიმალურად ცდილობდა უკრაინის დახმარებას. არ დამავიწყდება კამპანია: www.russiaforsale.org
ასევე, შეუძლებელია დავივიწყოთ ფაქტი, რომ საქართველო კვლავ ოკუპირებულია რუსული ძალების მიერ. საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მყოფი ხალხი კი კვლავ ძალიან დაზარალებულია. ამიტომ ჩვენ შევეცადეთ დავეხმაროთ მათ ამ კამპანიით: https://linkshortner.net/zkQjB
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ მძლავრი და აქტიურია რუსული პროპაგანდა. ჩვენს დამკვეთთან ერთად, გვინდოდა ამ საკითხის გარშემო გვეაქტიურა. ამიტომ, შევქმენით მუსიკალური პროექტი: https://www.facebook.com/infointegritycoalition.
წლის ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია იყო NFT, რომელიც მოედანზე კვლავაც იქნება. ამავდროულად, მეტასამყარო უფრო მეტად განვითარდება და დიდი ბრენდები მას აქტიურად შეუერთდებიან.
სხვა სააგენტოების ნამუშევრებიდან ძალიან დამამახსოვრდა JWT Metro-ს კამპანია „სტუმარი“.
სასიამოვნო სანახავი იყო და გამახსენა კამპანია, რომელიც 80-იან წლებში სლოვენიაში შეიქმნა.
რა თქმა უნდა, იყო ბევრი წარმატებული, მხიარული, ძალიან მაგარი კამპანია, რომელიც ჩვენ და ჩვენმა კოლეგებმა შევქმენით საქართველოსა და მთელ მსოფლიოში. მაგრამ იმდენად, რამდენადაც ოჯახთან ერთად კიევში ვცხოვრობდი იმ დროს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას – სწორედ ასე ჩარჩა ეს წელი ჩემს გონებაში. რთული. სწორედ ამიტომ, გიზიარებთ იმას, რაც ჩემს გონებაში იყო წლის განმავლობაში.