in

Mon Guerlain – სუნამო ძლიერი ქალბატონებისთვის, რომლის სახე ანჯელინა ჯოლი გახდა

დიახ, ეს სწორედ ის ქალბატონია, რომლის გარშემოც ბოლო დროს სულ განხილვები, ოჯახური დრამები, დიდი ყურადღება და წარმოუდგენელი ინტერესი ტრიალებდა. ჰოლივუდის ერთ–ერთი ულამაზესი მსახიობი ანჯელინა ჯოლი დიდი აურზაურისა და საზოგადოების თვალისგან მალვის შემდეგ, ეკრანებს დაუბრუნდა. იანვარში ანჯელინა ფრანგული პარფიუმერული ბრენდის Guerlain–ის მუზა და ახალი სუნამოს სახე გახდა.

BOG

Mon Guerlain–ი კომპანიამ ახლახანს შექმნა და ის ძლიერი, ემოციური, თან ცოტა მეოცნებე და ამასთან მებრძოლი ახლაგაზრდა ქალბატონისთვისაა. ვინ შეიძლება ყოფილიყო ასეთი სუნამოს სახე, თუ არა ქალი, რომელმაც, სულ ცოტა ხნის, წინ ბრედ პიტთან დაშორება და ამ თემასთან დაკავშირებული ბევრი სერიოზული პრობლემის გადატანა შეძლო? თუმცა, როგორც კი Mon Guerlain–ისთვის შექმნილ ვიდეორგოლს იხილავთ არამხოლოდ ანჯელინას, არამედ შესაძლოა საკუთარი პრობლემების დავიწყებაც კი შეძლოთ. ულამაზესი ქალბატონი, არაჩვეულებრივი კადრები, მშვიდი მუსიკა და ამ ყველაფრით ერთად მოგვრილი საოცარი ჰაეროვნების შეგრძნება.

 

https://www.youtube.com/watch?v=A0O6g4LZaQI

ოსკარის ცერემონიისთვის შექმნილი ვიდეორგოლები Walmart–ისგან

SAP-მა და საქართველოს რკინიგზამ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი SAP S/4HANA-ს პროექტის დანერგვა დაასრულეს