in

ანკა სტურუა-მელიქიშვილი – #პირველისამსახური

ანკა სტურუა1
ანკა სტურუა-მელიქიშვილი

16 წლის ვიყავი ტელევიზიაში რომ მოვხვდი პირველად. ერთ-ერთ ტელეპროექტში მივიღე მონაწილეობა და შემიძლია ვთქვა, რომ პირველ პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად, ეს იყო პირველი შეჯახება რეალობასთან, რომ თურმე გარდა მონდომებისა, შრომისმოყვარეობისა და შენი საქმის დიდი სიყვარულისა, უნდა გაუძლო ბევრ ინტრიგას, უსამართლობას, ნეპოტიზმს. ალბათ, ეს იყო პირველი დაბრკოლება, რომლის ფსიქოლოგიური გადალახვაც 16 წლის ასაკში სულაც არ არის მარტივი, მაგრამ მხოლოდ ასე სწავლობ იყო ძლიერი და განაგრძო იმ საქმის კეთება, რაც გსიამოვნებს. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ყველა მიმართულებით, მათ შორის ტელევიზიაშიც.
შემდეგ იყო სტაჟირებები სხვადასხვა ტელევიზიებში, ვწერდი სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემებისთვის, თუმცა, პირველი ოფიციალური, ანაზღაურებადი სამსახური მაინც პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით დავიწყე 19 წლის ასაკში. ეს იყო ცნობილი გერმანული ტანსაცმლის ბრენდის „რენე ლეზარდის“ წარმომადგენლობა საქართველოში. დიდი ენთუზიაზმით შევუდექი საქმის კეთებას. საქართველოში ამ ბრენდს ცნობადობა ნაკლებად ჰქონდა, თან საკმაოდ ძვირადღირებულ პროდუქციას ვყიდდით, ამიტომ ჩემს მოვალეობაში სწორი სეგმენტის ყურადღების მიქცევა, დაინტერესება და მაღაზიამდე მოყვანა შედიოდა, ბუნებრივია, სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ სამსახურმა დიდ გამოცდილებასთან ერთად, საკმაოდ პატარა ასაკში, მომცა თავდაჯერებულობა, რომ თურმე შეიძლება მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების გარეშეც ჩაგაბარონ საპასუხისმგებლო საქმე. შეცდომებს ყველა უშვებს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამ. მთავარია, არ შეგეშინდეს, სულ ისწავლო, იმუშავო საკუთარ თავზე, არ გაჩერდე და წარმატებაც აუცილებლად მოვა. ანკა სტურუა-მელიქიშვილი, კომპანია დრიმლენდ ოაზისის მარკეტინგის მენეჯერი.

 

ანკა სტურუა-2

ანკა სტურუა 2

14256544_10154509001888459_1319049023_n

რუსო გიგინეიშვილი – #პირველისამსახური

ჭკვიანი ბეჭედი, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენაც შეუძლია – ქართველი სტუდენტების სტარტაპი