in

Anker-ის ახალი ყურსასმენი მომხმარებლის გულისცემას გააკონტროლებს

კომპანია Anker ახალი Liberty 4 ყურსასმენის გამოსაშვებად ემზადება, რომელიც მომხმარებელთა გულისცემის დონეს გაზომავს — ამისათვის კი სპეციალურ სენსორს იყენებს. ეს კი განსაკუთრებით სასარგებლოა ვარჯიშის, დატვირთული აქტივობების ან რაიმე თერაპიის დროს.

საგულისხმოა, რომ ყურსასმენებს თან ახლავს აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ვარჯიშის რუტინა პროგრამაში იტვირთება და გულისცემის ჩანაწერიც ინახება. ასევე, აპლიკაცია აუდიო პარამეტრების დარეგულირების შესაძლებლობა იძლევა.

გარდა ამისა, Anker-ის ყურსასმენებს სივრცითი აუდიო აქვს — ანუ, ის მომხმარებლის თავის მოძრაობას აკონტროლებს, რაც უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი მოქმედების დროს აუდიოს ხმა თანაბრად მიეწოდებოდეს მას. ამისათვის Soundcore-მა გიროსკოპი დანერგა.

კიდევ უფრო მეტი კომფორტის სახით კი, ყურსასმენი რამდენიმე მოწყობილობას პარალელურ რეჟიმში უკავშირდება, რისთვისაც უბრალოდ Bluetooth-ის გამოყენებაა საჭირო. რაც შეეხება ბატარეის ხანგრძლივობას, სპეციალურ ქეისს შეუძლია, Liberty 4 სულ რაღაც 15 წუთში 28-საათიანი მუშაობისთვის დამუხტოს.

Liberty 4 ორ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: თეთრსა და შავში. ხოლო მისი ფასი 149,99 დოლარს შეადგენს.

შესაძლოა, YouTube-ზე ვიდეოს 4K რეზოლუციაში ყურება ფასიანი გახდეს

როგორ გავაუმჯობესოთ ბრენდის მობილური მარკეტინგი