30
Aug
2019

სანაპიროს ქვების ინსპირაციით შექმნილი სამკაულების ბრენდი – AnnaGlow

30 Aug 2019

Startauperi
Startauperi


„არსებობს ასეთი გამონათქვამი, რომ თუ სანაპიროზე გახვრეტილ ქვას იპოვნი, ბედნიერი იქნებიო. ბავშვობიდან მოყოლებული, სულ მიყვარდა გახვრეტილი ქვების ძებნა და ბევრიც მაქვს ნაპოვნი. ჩემს ბეჭდებსაც ზუსტად სანაპიროს ქვასთან მიმსგავსებული ფორმა და ნახვრეტი აქვს, რომელზეც ბევრი სხვადასხვა ფორმისა და ფერის დეტალის დამაგრებაა შესაძლებელი“, – ანკა სტურუა, AnnaGlow-ს დამფუძნებელი.AnnaGlow ხელნაკეთი სამკაულების ბრენდია, რომელიც ჯერჯერობით, მხოლოდ ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობს. ვერცხლის,  ჯერჯერობით მხოლოდ, ბეჭდებს, თავიდან ბოლომდე, მომხმარებლის გემოვნებით აწყობს და სოციალური ქსელის საშუალებით ჰყიდის.

„ანნა გლოუს“ სამკაულები „ყველაზე გამბედავი, ძლიერი და ინდივიდუალური, ახალი თაობის ქალებისთვისაა შექმნილი. ხელნაკეთი ბეჭდები ეძღვნება თაობას, რომელსაც ძალიან შორს შეუძლია გაფრენა. ჩემთვის ეს ნივთი პიროვნების ერთგვარი გაგრძელებაა, რადგან თქვენ შეგიძლიათ, პერსონალიზებული სამკაული შექმნათ, რომელიც თქვენს სტილსა და ხასიათს ასახავს, – ანკა სტურუა.

რაც შეეხება ბრენდინგს, ანკა ამბობს, რომ „ანნა გლოუს“ შინაარსის ვიზუალურად გამოხატვა ფერებით მარტივად გახდა შესაძლებელი. ბრენდის სეგმენტიდან გამომდინარე, მკვეთრი სალათისფერი და ფოსფორისფერი შეირჩა – „ამ სეზონზე ერთერთი ყველაზე ტენდენციური ფერები, ასე ძალიან რომ უხდება ქალების იმ ახალ თაობას, ვისგანაც ინსპირაცია მოდის“.M: და თავად როგორია ის ადამიანი, ვინც სამკაულებს „ყველაზე გამბედავი, ძლიერი და ინდივიდუალური, ახალი თაობის ქალებისთვის“ ქმნის?
საქმეს რომ იწყებ, რომელშიც მანამდე არცთუ ისე დიდი გამოცდილება გქონდა, თან ყველაფრის მარტო კეთება გიწევს, ძალიან რთულია. ყოველ ნაბიჯზე გამოწვევაა.

მაგალითად, ქართული ბაზარი ბევრის საშუალებას არ იძლევა, თუნდაც, მრავალფეროვანი მასალების შეძენის კუთხით. ასევე, საფასო კატეგორიის შერჩევაც არაა მარტივი, ღირებულება მომავალი მომხმარებლებისთვის რომ მისაღები იყოს და ასევე, ბრენდმაც შეძლოს თავის შენახვა. მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ სტარტაპების პროდუქციაში იმდენს არ იხდიან, რამდენსაც უკვე ცნობილი ბრენდის ნივთებში. თუმცა, ძვირფასი ლითონით დამზადებული ხელნაკეთი სამკაულის ფასი რომ ძალიან დაბალი ვერ იქნება, ბუნებრივია. 

მოკლედ ასე, ანკა სტურუა მარტო უძღვება Anna Glow-ს და ახალი თაობის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს,  მის სამკაულებში, საკუთარი ინდივიდუალიზმი და სტილი ზუსტად ისე აღმოაჩინონ, როგორც თავად, ბავშვობისას… ოღონდ სანაპიროზე, გახვრეტილ ქვებს, ანუ ბედნიერებას რომ პოულობდა ხოლმე.

განხილვა