in

როგორ შეიცვლება Flutter Entertainment-ის დიზაინ გუნდის გეზი საქართველოსა და სომხეთში, ანნა გუგუტიშვილის ხელმძღვანელობით

ანნა გუგუტიშვილს ჩვენი მკითხველი კანის ლომების ახალგაზრდული ჩემპიონატიდანაც იცნობს. 2018 წელს, მან, თავის მეწყვილესთან ერთად, Young Lions Georgia-ს პრინტ კატეგორიის ოქრო მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატზე წარდგა საქართველოს სახელით.  ახლა კი, Flutter Entertainment-ის დიზაინ გუნდს, საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე ანნა გუგუტიშვილი უხელმძღვანელებს. ამ დრომდე, ის კომპანიაში გრაფიკული დიზაინის გუნდის ხელმძღვანელი და არტ დირექტორი იყო. ახლა კი, გლობალურ ბაზარზე გადაინაცვლა და კომპანიის შემადგენლობაში არსებული ბრენდების ვიზუალური სტილის მართვასა და განვითარებას ჩაუდგა სათავეში. როგორ შეიცვლება Flutter Entertainment-ის ვიზუალური სტილი და რა გეგმები აქვს დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელს საქართველოსა და სომხეთის ბაზრებზე, ანნა გუგუტიშვილისგან მოვისმინეთ.

M: ანნა, პოზიციის ცვლილებასთან ერთად, როგორ გაიზარდა შენი როლი კომპანიაში?

აქამდე როგორც დიზაინის გუნდის ხელმძღვანელი და არტდირექტორი ჩემი ფოკუსი ძირითადად მიმართული იყო დიზაინის გუნდის მართვასა და ვიზუალების შექმნის კრეატიული და ტექნიკური პროცესის მეთვალყურეობაზე. თუმცა ამჟამინდელი ცვლილებით პასუხისმგებლობები უფრო გაფართოვდა და მოიცავს უფრო გლობალურ პერსპექტივებსა და გამოცდილებებს.

ჩემი ძირითადი საზრუნავია დიზაინერული ინიციატივები და მიდგომები შეესაბამებოდეს კომპანიის საერთაშორისო ღირებულებებს.

ახალ პოზიციაზე, ძირითადი აქცენტი არის დიზაინის ხარისხის გაუმჯობესება და ბრენდის თანმიმდევრული ვიზუალური მიმართულების უზრუნველყოფა, როგორც ადგილობრივი ქართული adjarabet.com-სთვის, ასევე სომხეთში არსებული ბრენდის adjarabet.am-ისთვის, რომლებიც გლობალური კომპანია “Flutter Entertainment”-ის ნაწილია. ცვლილების შედეგად, მეტი ყურადღება დაეთმობა დიზაინის გაიდლაინების ჩამოყალიბებას, დიზაინის გუნდების შემოქმედებითი პროცესის სწორად წარმართვას და სტანდარტებზე ყურადღების მიქცევას, რაც საშუალებას მოგვცემს გლობალური პერსპექტივით შევძლოთ დიზაინის ადაპტირება ადგილობრივი აუდიტორიის სპეციფიკურ საჭიროებებზე, საქართველოსა და სომხეთში.

M: როგორია სხვაობა ლოკალურ მასშტაბსა და კომპანიის გლობალურ ბაზრებზე მუშაობას შორისრა განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს?

როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე მუშაობისას, ჩემთვის არსებობს ერთი ფუნდამენტური წესი, აქცენტი ყოველთვის უნდა იყოს განსაკუთრებული, უნიკალური დიზაინის გამოცდილების მიწოდებაზე. როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს სამიზნე აუდიტორია კულტურული კონტექსტის მიხედვით, დიზაინის ძირითადი პრინციპები, დეტალებზე ყურადღების მიქცევა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა რჩება მუდმივი.

ლოკალური ბაზრები საშუალებას იძლევა უფრო ღრმად გაიაზრო ქვეყნისთვის სპეციფიკური კულტურული ნიუანსები და მომხმარებელთა ქცევები, გლობალური ბაზრები კი მოითხოვს უფრო ფართო პერსპექტივას და ადაპტაციის უნარს. რომ მარტივად აუღო ალღო მრავალფეროვან აუდიტორიას. ჩემი აქამდე მიღებული გამოცდილება სხვა საერთაშორისო კომპანიებში დამეხმარება სწორად გავატარო გლობალური მიდგომები ჩვენს რეგიონალურ დიზაინის გუნდებში.

M: შენი თვალთახედვით, ამ მასშტაბის ბაზრებზე მუშაობა, რა უნარებს მოითხოვს შენგან?

ჩემი ხედვით, ძალიან მნიშვნელოვანია კულტურულ თანაკვეთაში სწორი კომუნიკაცია, ასევე ბაზარზე არსებული ტრენდებისა და მომხმარებელთა ინტერესების ცოდნა. გარდა ამისა გუნდებთან ეფექტური კოლაბორაცია და დისტანციური გუნდური მუშაობის უნარი. ასევე, დიზაინის ძლიერი საფუძვლები, პრობლემის კრეატიულად გადაწყვეტის უნარი, და უწყვეტი სწავლისა და განვითარების სურვილი რაც საშუალებას გაძლევს გამოირჩეოდე ნებისმიერ გლობალურ ბაზარზე.

M: როგორ შეაფასებდი შენს კომპეტენციაში არსებული ბაზრების მდგომარეობასრა კუთხით საჭიროებს ბრენდის პროდუქტები ვიზუალურ განვითარებას?

საქართველოში მზარდია მოთხოვნა ინოვაციურ და ვიზუალურად მიმზიდველ ბრენდის პროდუქტებზე. ბაზარი სწრაფად ვითარდება და მომხმარებლები სულ უფრო მეტად ეძებენ თანამედროვე დიზაინს. აუცილებელია მუდმივად ვეცნობოდეთ დიზაინის ახალ ტრენდებს და კრეატიული გზებით მოვიპოვოთ ქართველი აუდიტორიის ყურადღება და ინტერესი.

ანალოგიურად, სომხეთში არის აქტიური და დინამიკური ბაზარი, სადაც ბრენდის პროდუქცია ვიზუალურად უნდა გამოირჩეოდეს. საინტერესოა, ასევე ტრადიციებისა და თანამედროვე ელემენტების ბალანსი. ვიზუალურ განვითარებას უნდა მივუდგეთ კულტურული სენსიტიურობით, ადგილობრივი ესთეტიკისა და თემების ჩართვით თანამედროვე დიზაინ გადაწყვეტილებებში.

ორივე ბაზრის ვიზუალური განვითარება უნდა შეესაბამებოდეს ბრენდის იდენტობას, ეფექტურად უკავშირდბოდეს მის ფასეულობებს და სწორად მიჰქონდეს სათქმელი სამიზნე აუდიტორიასთან.

M: როგორია ხედვა ახალ პოზიციაზერა სტრატეგია გაქვს, რას გეგმავ და როგორ შეიცვლება Flutter-ის ბრენდების ვიზუალური სტილი?

მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ხედვა ამ შემთხვევაში თანხვედრაში იყოს კომპანიის გლობალურ სტრატეგიასთან და დამატებთ შევძლო ჩემი დიზაინის სფეროში აქამდე დაგროვებული გამოცდილებისა და ექსპერტიზის სწორი ინტეგრაცია. ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრჯერ მქონდა შეხება საერთაშორისო ბრენდებთან და ამ გამოცდილებამ მომცა ღირებული, უნარებისხვადასხვა კულტურულ კონტექსტში დიზაინის ეფექტური ადაპტირებისა. და რაც ყველაზე მთავარია ძალიან გამიმართლა, რომ ვხელმძღვანელობ პროფესიონალ დიზაინერთა გუნდს. მათი გამოცდილება, კრეატიულობა გუნდური თანამშრომლობა და ახალი ხედვები ძალიან დასაფასებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გუნდის წარმატებისთვის.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ მიიღო Spotify-მ წარმატებული მომავლის გარანტი?

ბილ გეიტსის 4 რჩევა წარმატების მისაღწევად