ანა ვინტური მოდის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი პიროვნებაა, რომლის შესაძლებლობებიც ამ მიმართულებით წარმოუდგენლად მრავალფეროვანია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამერიკული Vogue-ის მთავარ რედაქტორს სხვა დაფარული უნარებიც აქვს. ცოტა ხნის წინ, გამომცემლობის და Nike-ის თანამშრომლობა ოფიციალურად დადასტურდა. ერთობლივი კამპანიის მიზანი Air Jordan-ის სპორტული ფეხსაცმლის რეკლამირებაა. თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე გავრცელდა ანა ვინტურის მონაწილეობით გადაღებული სარეკლამო ვიდეორგოლიც.