1
May
2013

ანემი რესი – ექსკლუზიურად მარკეტერისთვის!

1 May 2013

31 მაისს ანემი რესი თბილისს ეწვევა. ადამიანი, რომლის საქმიანობამაც მსოფლიო HR ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. ანემი რესი eBay-ს ყოფილი ადამიანური რესურსების დირექტორია. 

ექსკლუზიურად “მარკეტერთან” ანემი რესი მომავალი ვორქშოფის დეტალებსა და ბიზნესისათვის  HR –ის მნიშვნელობაზე საუბრობს .

ანემი, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა HR-ში?

ანემი რესიეს  სრულიად მოულოდნელად მოხდა. სამართალს ვსწავლობდი. ვმუშაობდი ადგილობრივ მთავრობაში. დაინტერესებული ვიყავი შრომითი ურთიერთობებით. ვმუშაობდი სავაჭრო გაერთიანებებსა და შრომით შეთანხმებებზე. შემდეგ კი ისევ სამართალს დავუბრუნდი. მაგრამ მივხდი, რომ გული სხვაგან მიწევდა. ასე გადავედი HR მიმართულებაზე . ჩავთვალე, შემეძლო მეტი გავლენის მოხდენა და ჩემი განათლების  გამოყენება იქ, სადაც მთავარი სამართლიანობა და მიუკერძოებლობაა.  ზოგჯერ ამის მიღწევა ძალიან რთულია.

რა შეიცვალა HR-ის სფეროში, როცა თქვენ დაიწყეთ და დღემდე? 

HR –მა ცოტა ხანია რაც ამჟამინდელი როლი შეიძინა. ადრე სუფთა ადმინისტრაციული როლი ეჭირა და ბიზნესისათვის  სტრატეგიულ პარტნიორად ნაკლებად აღიქმებოდა. ფუნდამენტური, რაც უნდა გვესმოდეს , ესაა დასაქმებულის წარმატებისთვის  ერთგავრი კომპენსაციის გაღება.  მხოლოდ ამის შემდეგ გახდება HR ბიზნესის სრულფასოვანი პარტნიორი. სანამ ხელმძღვანელიც  და დასაქმებულიც არ დარწმუნდება, რომ შენი საქმიანობისთვის ამოსავალი წერტილი  მათ შორის ურთიერთთანამშრომლობაა, მანამდე სრულფასოვან პარტნიორად არ აღგიქვამენ.

სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი , რომელიც აუცილებელია  HR მენეჯერისთვის?

მყარი შიდა ურთიერთობები , შიდა პარტნიორებთან. ამის გარეშე ხშირად ხდება ჩვენი საქმიანობის დაკნინება.  შეიძლება არაჩვეულებრივად მუშაობდე, მაგრამ მოუწესრიგებელი გქონდეს შიდა კომუნიკაციები. შენს  ბიზნესს ყოველ მხრივ უნდა იცნობდე. უნდა იცოდე   რა ხდება შიგნით  ( სტრატეგია, სტრუქტურა, როგორ არის საქმე აწყობილი და როგორ ხდება წარმოება, ხალხი, რომელიც შენს პროდუქტს მოიხმარს) და გარეთ (  უნდა იცნობდე გარე კონკურენტულ გარემოს, ვითარებას, HR -ის უკანასკენლ  მიღწევებს, ტექნოლოგიებს, მაკროეკონმიკას და ა. შ. )

8 წლის მანძილზე მართავდით ისეთი კომპანიების HR-ს როგორიცაა eBay,/Pay-Pal, Skype-ის, რითი გამოირჩეოდა eBay ?

eBay  – ფართო ღირებულებების მატარებელი ბიზნესია და ეს ყველა მიმართულებით იგრძნობა.  ჩვენ ყველა ერთად  ვითავისებდით  იმ მიზანს, რისი მიღწევაც კომპანიას სურდა.  გულწრფელად  ვამაყობდით იმით, რომ ეს ბიზნესი ცვლიდა ადამიანების ცხოვრებას . ეს განცდა გვქონდა ყველას ვინც ვმუშაობდით HR თუ მენეჯმენტის განყოფილებაში. მეტიც, eBay –ის ხელმძღვნელობა HR მენეჯერს  როგორც პარტნიორს ისე აღიქვამდნენ.

რას ურჩევთ მკითხველს,როგორ აღწევთ ჩართულობის ასეთ მაღალ დონეს? 

არასოდეს განახორციელოთ ცალმხრივი კომუნიკაცია . მოუსმინეთ ყველაფერს რასაც ხალხი ამბობს და იმასაც, რასაც არ ამბობს.

სწორად მართეთ მოლოდინები და იყავით სამართლიანი.

თანამედროვე მეთოდებს და მიდგომებს მიუდექით ექსპერიმენტის სახით.

არასათანადოდ ნუ შეაფასებთ შიდა კომუნიკაციას, ეს მთავარია HR-ისთვის :

უთხარით მათ ყველაფერი რაც სათქმელი გაქვთ, აუხსენით ის რაზეც ესაუბრებით,

მზად უნდა იყოთ მარცხისთცის და იმისთვის რომ ამ მარცხით რაიმე ისწვალოთ.

მთელს ინიციატივას ერთ მხარეს ნუ მოარგებთ.

მზად იყავით იმისთვის, რომ საქმის ბოლომდე მიყვანას დრო და ავთენტურობა სჭრიდება.

რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად კომპანიიები HR-თან მიმართებაში?

ეს მაშინ ხდება, როდესაც არ ესმით HR –ის ღირებულება. მაშინ როცა HR-ს შეუძლია სტრატეგიული პარტნიორი გახდეს და ამ დროს  დისკუსიის დასაწყისშივე არ ერთვება ის პროცესში.

როგორ დავარწმუნოთ უფორისი მენეჯერები , რომ უფრო მჭიდრო კავშირში იყვნენ HR –თან?

ვფიქრობ, რომ უბრალოდ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ კარგად, შემდეგ გამოვავლინოთ ყველაფერი რაც  ბიზნესის მუშაობის შიდა და  გარე არეალში ვიცით.  ჩვენი ხელმძღვანელებისთვის საუკეთესო მასწავლებლები უნდა ვიყოთ, გვქონდეს ხანდახან ნაკელბად დამოუკიდებელი მოსაზრებები, რომელიც არც თუ მარტივი იქნება, თუმცა,  გვმართებს ჩვენი ლიდერების წინაშე. შემდეგ კი მკაფიოდ ვისაუბროთ  იმ გამოწვევებზე, რასაც რეალურად ვხედავთ.  ყოველ დღე განამტკიცე შენი საქმიანობა და წარმართე ისე, რომ ბიზნესს რაიმე შედეგი მოუტანოს.

ბიზნესი ვერ იქნება ოპტიმალურ ვითარებაში, თუ გადაწყვეტილებას სხვებთან ერთად  HR მენეჯერიც არ იღებს.

ანემი რესის მასტერკლასზე დასწრების მსურველები მისამართზე  www.thepworld.com  უნდა დარეგისტრირდნენ  . ან  გააგზავნონ   შეტყობინება  ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე : [email protected].  მათთვის,  ვინც 13 მაისამდე დარეგისტრირდება  ვორქშოფის დასწრების ღირებულება 309 ევრო იქნება.

 

განხილვა