18
Oct
2019

ფოტოგრაფიის ლეგენდას Apple უყვარს, მაგრამ ფოტოებს Google Pixel-ით იღებს

18 Oct 2019

ფოტოგრაფიის ლეგენდა, ენი ლეიბოვიცი აიფონის მოყვარულებში ირიცხებოდა,  თუმცა კი, ისე გამოვიდა, რომ ბოლო დროს, Google Pixel-ზე გადაერთო.

Pixel 4-ის ჩაშვებასთან ერთად, „გუგლმა“ ლეიბოვიცთან თანამშრომლობით, მის მიერ გადაღებული ფოტოსერიებიც გამოაქვეყნა.

პროექტში, სახელად „სახით წინ“, ისეთი ადამიანები არიან ჩართულები, რომლებსაც მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის დაუოკებელი სურვილი აქვთ.

„გუგლის“ სმარტფონის გამოყენებით, ლეიბოვიცმა გადაიღო ფეხბურთელი მეგან რაპინო, გლობალური ჯანდაცვის მეცნიერი ჯეკ ანდრაკა, ასევე, ხელოვნების, ჟურნალისტიკისა თუ სამხედრო სამსახურის სფეროდან ადამიანები, რომლებიც ცვლილებებისთვის მზად არიან. ლეიბოვიცისთვის, რომელიც როგორც წესი, პროფესიონალური კამერით იღებს, საკუთარი თავის გამოწვევა აღმოჩნდა იმ კამერით გადაღება, რომელიც ყოველთვის მის ჯიბეში შეიძლება, იყოს.

ლეიბოვიცმა Pixel 4 გამოცადა და ასტროფოტოგრაფიაშიც გამოიყენა. როგორც „გუგლის“ ღონისძიებაზე აღნიშნა, ტელეფონის ფოტოგრაფიული შესაძლებლობებით აღფრთოვანებულია და შთაბეჭდილების ქვეშაა.

ფოტოგრაფი ახლახან „ინსტაგრამს“ შემოუერთდა და Pixel 4-ით გადაღებული რამდენიმე პორტრეტიც გაგვიზიარა.

განხილვა