in

#გადაიღე17 – სპეციალური კამპანია PR აკადემიის 5 წლის იუბილეს აღსანიშნავად

2017 წლის 17 დეკემბერს PR აკადემიამ დაარსებიდან 5 წლისთავი აღნიშნა. იუბილესთან დაკავშირებით, აკადემიის გუნდმა, კურსდამთავრებულებმა და მიმდინარე სასწავლო პროგრამების მონაწილეებმა, წინასწარ რამდენიმე აქტივობა დაგეგმეს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა აქციას #გადაიღე17. მათი თქმით, ეს იყო გამოწვევა საკმაოდ მარტივი დავალებით და ინსტრუქციით: ,,გადაიღე, ან შექმენი 17, ატვირთე ფოტო, გამოიწვიე მეგობრები და დაელოდე 17-ს”…

BOG
BOG

„გამოწვევაში უამრავი ადამიანი ჩაერთო, მათ შორის, არა მხოლოდ PR აკადემიელები. საინტერესო ფოტოები დაიდო – კრეატიულად დანახული ათობით 17. თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც ამ აქციაში იგრძნობოდა, იყო PR აკადემიელებისგან წამოსული და სრულიად უცხო ადამიანების მიერ ,,გადაღებული” დადებითი მუხტი. ეს იყო ექსპერიმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა იმის დემონსტრირებას, რომ როცა არსებობს მოტივაცია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ,,გადაიღოს“ და გააზიაროს დადებითი ემოცია. მოლოდინმა გაამართლა. #გადაიღე17-ის მთავარი მიზანი წარმატებით შესრულდა – ამ გამოწვევით ადამიანებმა ერთმანეთისგან სიყვარული, სითბო, მონდომება და პოზიტივი გადაიღეს. კამპანია რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. ყველაფერი დაიწყო სურვილით, რაღაც განსაკუთრებული გაგვეკეთებინა PR აკადემიის დაბადების დღისთვის. 5 წელი უკვე ისტორიაა და გვინდოდა, ერთად მოგვეყარა თავი იმ ყველაფრისთვის, რამაც ამ წლების განმავლობაში შექმნა PR აკადემია. ცოტა უჩვეულო აქტივობები დავგეგმეთ. პირველი იყო წარწერა ,,5 წლის ვარ” PR აკადემიელების მთავარ ფოტოებზე, რაც საკმაოდ სახალისო ამბად იქცა. ყველას, ვისაც სოციალურ ქსელში ასეთი ჩარჩო ჰქონდა დაყენებული, მეგობრები მთელი კვირის განმავლობაში ულოცავდნენ შვილების დაბადების დღიდან დაწყებული, ქორწინების თუ სამსახურის თარიღით დამთავრებული ყველაფერს, რასთანაც ამ ციფრის ასოციაცია იყო შესაძლებელი“.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მეორე აქტივობა იყო სიყვარულის ახსნა ადრესატის მითითების გარეშე.

„PR აკადემიელებმა ისეთი ვიდეო მიმართვები ატვირთეს, რომ შეყვარებულის აღსარებას თუ საიდუმლო სასიყვარულო ისტორიის გამჟღავნებას ჰგავდა, რამაც სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია და ავტორებს უამრავი კითხვა „დააყარეს“ “.

იუბილესადმი მიძღვნილი აქტივობების დასასრულს, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ადრესატის ამოცნობა არავის გასჭირვებია და ამიტომაც, ყველა პოსტი და ფოტო პირდაპირ  PR აკადემიას მიეძღვნა.

„მთავარი ის არის, რომ ამ აქციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამხელა სითბო და დადებითი გამოცდილება ,,გაიდაიღეს” ადამიანებმა PR აკადემიისგან. ჩვენ ამ დადებითი მუხტისთვის, 17 დეკემბერს, აქციის ყველა მონაწილე 17%-იანი ფასდაკლების ვაუჩერით დავასაჩუქრეთ, რომელსაც მომდევნო წლის ნებისმიერ პროგრამაზე გამოიყენებენ – ამას კი ნამდვილად არავინ ელოდა” – ამბობს PR აკადემიის დირექტორი ნათია გოცაძე.

კამპანიის კულმინაცია 17 დეკემბერს, 17:00 საათზე PR აკადემიის ოფისში იუბილეს აღნიშვნა იყო.

„უამრავი PR აკადემიელი შეიკრიბა. წვეულებისთვის განკუთვნილი პროგრამის პარალელურად, საღამო სავსე იყო სტუმრების მიერ მომზადებული საინტერესო და სახალისო აქტივობებით, PR აკადემიასთან დაკავშირებული მოგონებებით და დადებითი ემოციებით. განსაკუთრებული ჩართულობა გამოიწვია სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილმა „ფაზელ-გეიმმა“ – თამაშმა, რომელიც გულისხმობდა დახურულ სივრცეში ნაპოვნი მინიშნებებით  PR აკადემიის ვაუჩერის აწყობას. 17-მა მოთამაშემ (მათ სხვადასხვა ადგილებში მიმალული „ფაზლები“ უსწრაფესად მოძებნეს) მოიგო 50 %-იანი ფასდაკლება PR აკადემიის ნებისმიერ სასწავლო კურსზე. მონაწილეთა უმეტესობამ აირჩია ახალი პროგრამა – თანამედროვე მენეჯმენტი მენეჯერებისთვის, რომელიც პრაქტიკული „ქეისებით“ დატვირთული 5 თვიანი სასერტიფიკატო პროგრამაა მართვის ინოვაციური  მიდგომის, სტრატეგიის შემუშავებისა და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების მეთოდიკის შესახებ. მოთამაშეთა ნაწილი კი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციის 5 თვიან პროგრამაზე დარეგისტრირდა, რომელიც 2018 წლის 17 იანვრიდან დაიწყება და PR მენეჯმენტისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგიის ყველა საჭირო მიმართულებას მოიცავს“.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, PR აკადემია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არის ის სასწავლო – საკონსულტაციო დაწესებულება, სადაც პიროვნულ და პროფესიულ ზრდა – განვითარებაზე ორიენტირებული საავტორო პროგრამებია.

„5 წლიანი ისტორიის განმავლობაში აქ „დატრეინინგდა“ 2 000-ზე მეტი ინდივიდუალური პირი და ათობით კომპანიის პერსონალი. წლების მანძილზე PR აკადემია თანამშრომლობს, როგორც კერძო და საჯარო სექტორთან, ისე დონორ ორგანიზაციებთან და არა ერთი საგრანტო თუ სატენდერო კონკურსის გამარჯვებულია“.

გარდა ამისა, 2015 წლიდან PR აკადემიის ბაზაზე დაფუძნებული საერთაშორისო განათლების ცენტრი ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებს ახორციელებს.

„5 წლის იუბილეს PR აკადემია საუკეთესო ცვლილებებით ხვდება. 2018 წელს იწყება უნივერსიტეტის მშენებლობა, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს ხარისხიანი განათლების  ყველა საფეხურს და უზრუნველყოფს სატრეინინგო კურსების, პროფესიული სწავლების და  ეროვნული თუ საერთაშორისო საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მიწოდებას ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე“.

საახალწლო ტრადიცია გრძელდება – გამოვიდა „სარაჯიშვილი 2018”-ის ლიმიტირებულ სერია

ასაწყობი თამაში, რომელიც ბავშვებს ინჟინერიასა და ელექტრონიკას ასწავლის!