27
Jan
2015

თითქმის იტალიური ბრენდი – Anno Domini

27 Jan 2015

ბრენდინგ სააგენტო “Fabula Branding”-მა ქალის ტანსაცმლის ახალი სავაჭრო ნიშანი “Anno Domini” შექმნა.

კრეატორებმა იტალიურ სტილს მიმართეს, რადგან ტანსაცმელი და მოდა იტალიასთან ასოცირდება.  ბრენდის სახელი “Anno Domini” ლათინური სიტყვაა და ითარგმნება როგორც “დასაბამიდან დღემდე”. კრეატორების აზრით სახელი ხელს შეუწყობს ბრენდის რეპუტაციას და მისი ისტორიის შექმნას. შინაარსით სახელი იტალიურ სახელს და გვარს წააგავს, რაც მომხმარებლის თვალისთვის ერთგვარი ფსიქოლოგიური ხრიკია.

anno domini (2)

სიდიადის შესანარჩუნდებლად ბრენდის სახელი დაფნის გვირგვინის ცენტრში განათავსეს. დაფნის გვირგვინს ძველ რომში განსაკუთრებულ ადამიანებს გადასცემდნენ,  A-ლათინური ანბანის პირველი ასოა – ამიტომ  A და გვირგვინი შეიძლება საფირმო აიდენტიკადაც განვიხილოთ. კრეატორებს არც შრიფტი გამორჩათ და ისიც ძველ რომაულ სტილშია გადაწყვეტილი.

anno domini (3) anno domini (5) anno domini (6) anno domini (7) anno domini (8) anno domini (9) anno domini (10)

განხილვა