დილიდან მედიასაშუალებები, სოციალური ქსელების მომხმარებლები თუ უბრალო გამვლელები პირბადეებიანი ძეგლების სათქმელზე ვბჭობდით, ამასობაში, მარკეტერის რედაქციაში სოციალური პერფორმანსის ავტორების ანონიმური წერილი მივიღეთ. ავტორები თავს „ჟანგბადის ნინძებს“ უწოდებენ და კონვერტზე წაწერილი წინადადებით გვამცნობენ, რომ ნიღბებს თვითონ მოხსნიან, 3 დღეში. როგორც ვვარაუდობდით, ძეგლების „პროტესტი“ და „ჟანგბადის ნინძების“ პერფორმანსი ქალაქში სუფთა ჰაერის მოთხოვნას უკავშირდება!


გარდა ანონიმური წერილისა, „ჟანგბადის ნინძებისგან“ მივიღეთ ფოტოები, რომლებსაც აქვე გთავაზობთ:
















