თქვენი აზრით, ხელოვნური ინტელექტი რომ ადამიანი იყოს, როგორი იქნებოდა? Fiverr მას Stranger Things-ის მსახიობის ბრეტ გელმანის სახით წარმოგვიდგენს. Another AI პაროდიაა პოეტური სცენისა ფილმიდან Ghost, რომელშიც სურთ, შემოქმედებითობა და ტექნოლოგია დააბალანსონ. რეკლამის კომედიური ტონი კი AI-ს ფრილანსერებისთვის დამხმარე ხელსაწყოდ გვაცნობს და არა იმად, რისიც უნდა ეშინოდეთ. უფრო ზუსტად, ასე Fiverr GO ფრილანსერებს ეუბნება, რომ საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელების დატრენინგება შეუძლიათ და სწორედ ეს თემაა კამპანიაშიც ასახული.
ამ შემთხვევაში გელმანი AI ბოტია, რომელსაც ძალიან უნდა სხვებს ასიამოვნოს, მაგრამ ხშირად არ გამოსდის რაღაც გამოსადეგისა თუ უნიკალურის შექმნა. ეს კი მანამ გრძელდება, სანამ ჯეინს შეხვდება, Fiverr-ის ფრილანსერ ილუსტრატორს, რომელიც აღმოაჩენს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა მისი ნამუშევარი მოიპარა: