in ,

სიტყვებს აქვს მნიშვნელობა! – Leo Burnett-ისა და Globo Conde Nast-ის კამპანია

აპლიკაცია დისკრიმინაციული სიტყვების კორექტურას გთავაზობთ

ყოველ ენას თავისი ისტორია აქვს. ყველა მათგანს გააჩნია ლექსიკა, რომელიც წინასწარგანწყობას გამოხატავს ურთიერთობებისას და გაუცნობიერებლად ავრცელებს სტერეოტიპებს. პორტუგალიურ ენას, მაგალითად, 300-ზე მეტი სიტყვა აქვს რასიზმთან, ჰომოფობიასთან, ქსენოფობიასთან და სექსიზმთან დაკავშირებით. ამ ლექსიკის მავნებლობის საჩვენებლად, სააგენტო Leo Burnett Tailor Made და გამომცემლობა Globo Condé Nast გაერთიანდნენ. Globo Condé Nast აერთიანებს ისეთ ჟურნალებს, როგორებიცაა Vogue, Glamor, GQ და Vogue Living. პროექტის ფარგლებში, შეიქმნა სპეციალური კლავიატურა, რომელიც აღმოაჩენს ასობით ასეთ სიტყვას და მის ნაცვლად, უფრო მისაღებ ალტერნატივას გვთავაზობს. აპლიკაცია ანდროიდ პლატფორმისთვის შეიქმნა და ის ინლისურ, პორტუგალიურ და ესპანურ ენაზეა ადაპტირებული.

„მჟავა MESSAGE” – პირველი ქართული ელექტრონული მუსიკის ალბომი CES Records-ზე ციფრულად გამოიცა

საუდის არაბეთს ტურიზმის კამპანიაში მესისა და რონალდუს ჩართვა, შესაძლოა, 12 მილიონი ევრო დაუჯდეს