World Wide Fund For Nature (WWF)-ს 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით სააგენტო BBDO-მ ტყის ჩეხვის და ბუნების განადგურების საწინააღმდეგო სარეკლამო კამპანია გააკეთა.
კამპანია “Ant Rally” წარმოადგენს ვიდეოს, სადაც ჭიანჭველებს ფოთლები გადააქვთ. ამ ფოთლებზე წინასწარ ლაზერით სხვადასხვა სიტყვები ამოჭრეს და ხეებთან დაყარეს. ჭიანჭველები თვითონაც ვერ მიხვდნენ ისე გახდნენ ბუნების დაცვის აქტივისტები.
ნახეთ, ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი რეკლამა, სადაც ბუნების დამცველი თვითონ ბუნებაა…