in

ანტარქტიდას მსოფლიოს უდიდესი აისბერგი მოსწყდა!

ის ფართობით ოდნავ აღემატება ესპანეთის კუნძულ მალიორკას

ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ანტარქტიდაზე ყინულის შელფს მსოფლიოში ყველაზე დიდი აიზბერგი მოწყდა და ამჟამად ვედელის ზღვაში იმყოფება.

აისბერგის სიგრძე, რომელსაც A-76 დაარქვეს, დაახლოებით 170, ხოლო სიგანე 25 კილომეტრია.  ის ფართობით ოდნავ აღემატება ესპანეთის კუნძულ მალიორკას.

XIX საუკუნიდან დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა ერთი გრადუსით გაიზარდა, რაც გვალვების, სითბური ტალღებისა და ტროპიკული ციკლონების ინტენსივობის გახშირებას იწვევს. თანაც, ანტარქტიდაზე ჰაერი ორჯერ მეტად თბება!

სწორედ ეს განაპირობებს იმ ფაქტს, რომ სულ უფრო მეტად იზრდება მსგავსი შემთხვევები რიცხვი – მაგალითად, გასული წლის ნოემბერში ყინულის შელფს გამოყოფილმა აისბერგმა აფრიკის შორეულ კუნძულზე უამრავი პინგვინისა და სელაპის სიკვდილი გამოიწვია, ხოლო აისბერგი A68a, საბედნიეროდ მანამ დაიშალა, ვიდრე ჯორჯიას შტატის სამხრეთ ნაწილს უზარმაზარ ზიანს მიაყენებდა.

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ ნახევარკუნძულ ლარსენის ყინულის შელფის ძირითადი ნაწილები, რომლებიც 10 000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტაბილური იყო, რამდენიმე დღეში დაიშალა – 1995 და 2002 წლებში. ამას მოჰყვა უილკინსის ყინულის შელფის დაშლა 2008-09-ში.

როგორც კვლევები მოწმობს, ასეთი შემთხვევების უმეტესობა ე. წ. “ჰიდრავლიკური გახევით” არის განპირობებული – ეს პროცესი წყლის ძლიერი ნაკადით ყინულზე ბზარების წარმოქმნას გულისხმობს.

ბრენდი, რომელსაც უნდა მოუსმინო – Audi-ს ისტორია

ნახეთ: LEGO-მ თანოსის ხელთათმანის ასაწყობი მოდელი შექმნა