in

ანტარქტიდას არაოფიციალური დროშა „პლასტმასის ნაგავსაყრელად“ იქცა

დიდი ხანია, ანტარქტიდის ხელუხლებელი თეთრი კონტინენტი მშვიდობისა და მეცნიერული ძიების სიმბოლოდ იქცა. თუმცა თოვლში მიკროპლასტმასის აღმოჩენის შემდეგ ეს აღქმა ერთგვარ ტრანსფორმაციას განციდის — საფრთხის ქვეშ მოექცა კონტინენტის „სისუფთავე“. ამასთან დაკავშირებით, ანტარქტიდისა და სამხრეთ ოკეანის გარემოს დაცვაზე ფოკუსირებული არაკომერციული ორგანიზაცია Agenda Antártica დღევანდელი მდგომარეობის ზუსტ სურათს ასახავს. კერძოდ, ანტარქტიდის დროშის ვიზუალს სამწუხარო რეალობის შესაბამისად აახლებს…

BOG
BOG

ორიგინალური დროშა, რომელიც გრეჰამ ბარტრამის მიერ 1996 წელს შეიქმნა, ცისფერ ფონზე დატანილ თეთრ კონტინენტს ასახავს. ეს მარტივი დიზაინი ანტარქტიდის უზარმაზარი ყინულის სიმბოლურ ვერსიას წარმოადგენს. მართალია, ანტარქტიდის ოფიციალური დროშა არაა, მაგრამ ბარტრამის გამოსახულება არაფორმალურ ვერსიადაა დამკვიდრებული — იმდენადაც კი, რომ Apple-ის დროშების ემოჯებს შორისაც მოხვდა.

ახლა კი ამჟამინდელი მდგომარეობის ასასახად, Agenda Antártica-მ თოვლით დაფარული დიზაინი გარდაქმნა — ნაცვლად ერთ ფერში გადაწყვეტილი მთლიანობისა, ახლა ფერადი წერტილების ველს ვხედავთ. მსგავსი გადაწყვეტა სიმბოლურად მიანიშნებს მიკროპლასტმასების მზარდ საფრთხეზე, რაც კონტინენტის დაბინძურებას იწვევს. სამწუხაროდ, ეს ლაქები ზუსტად შეესაბამება პლასტმასის რეალურ ფორმებს, რომლებიც მთელ ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.

„პლასტიკური მასა ანტარქტიდას ანადგურებს. ის ყველგანაა. კონტინენტი აღარაა სუფთა თეთრი ფერის და ამიტომაც გადავწყვიტე დროშის განახლება“, — აღნიშნავს ბარტრამი. თავის მხრივ, ეს მკვეთრი ცვლილება ერთგვარი გამოსაფხიზლებელი ზარია, რათა ადამიანებმა მეტად „გონივრული“, გარემოს ზრუნვაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება დავიწყოთ.

12 თვე, 12 ავტორი – #გამომყევიევროპაში მწერალთან ერთად

#პორტფოლიო – ნახეთ ვიდეორგოლები McCann Tbilisi-ის ნამუშევრებიდან