როგორც ჩანს, დღეს ოლიგარქის ხელში არსებული ბირთვული აფეთქება არ არის ერთადერთი რამ, რისიც უნდა გვეშინოდეს. ზღვის დონემ საგრძნობლად აიწია მას შემდეგ, რაც ანტარქტიდის ყინული, რომელიც ფილადელფიის ზომისაც კი შეიძლება ყოფილიყო, დაიმსხვრა.
NASA-ს თანამგზავრის სურათებმა აჩვენა, რომ ანტარქტიდაში ლარსენის ყინულის შელფის დიდმა ნაწილმა — „Larsen-B“ დაშლა 19 იანვარს დაიწყო. თუ ადრე იგი ანტარქტიდის სხვა მყინვარებს ზღვისგან გამოყოფდა, ან თუნდაც იცავდა, ახლა ეს პროცესი შეიცვალა. ამან მყინვარების დაჩქარებული დნობა და, შესაბამისად, ზღვის დონის მატება შეიძლება გამოიწვიოს.
მეცნიერები ამ პროცესს აქტიურად იკვლევენ, თუმცა ჯერ ზუსტად არ იციან, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი. შესაძლო ვერსიად კი ზაფხულის მაღალ ტემპერატურასა და ცხელ ქარებს ასახელებენ.
„რთულია ზუსტად იმის თქმა, თუ რამ გამოიწვია ყინულის ჩამოშლა, თუმცა მანამდე ყინულზე ბზარები შეინიშნებოდა“, — ამბობს მკვლევარი სტეფ ლერმიტი.
დიდი ალბათობით, ყინულის ჩამოშლის სამომავლო შედეგები უფრო მძიმე იქნება. მაშინ, როცა ლარსენის ყინული ანტარქტიდის სხვა ყინულებთან წყლის ნაკადის მიმოსვლას აჩერებდა, ახლა ეს ასე აღარ იქნება… შესაბამისად, მყინვარების დნობის რისკიც მეტად გაიზარდა, რაც კლიმატის ცვლილების კიდევ ერთი ცუდი რეალური შედეგია. მეცნიერები კი ამას გაურკვეველი ეკოლოგიური მომავლისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად თვლიან.












