ყინულის შელფები ათასობით წლის განმავლობაში წარმოიქმნება და რომ არა ისინი, შედეგად ზღვის დონის ამაღლებას მივიღებდით. ახლა კი მეცნიერები ამბობენ, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის ნაწილი, მაღალი ტემპერატურის გამო, ჩამოიშალა.
როგორც სატელიტური სურათები გვიჩვენებს, 1200 კვადრატულ კილომეტრიანი „კონგერის ყინულის შელფი“, დაახლოებით, 15 მარტს დაიშალა. ზუსტად მაშინ, როცა ტემპერატურა 70 გრადუსს აღემატებოდა. მაღალ სიცხეებს კი გლაციოლოგი, პიტერ ნეფი, ატმოსფერული მდინარეების ფენომენით ხსნის. ამ პროცესში ასობით მილის სიგრძის სვეტები იქმნება და „ტენიანობის სახანძრო მილის“ ეფექტს ქმნის.
როგორც წესი, წლის ამ პერიოდში ტემპერატურა დაახლოებით -51 გრადუსია, მაგრამ წელს -12 გრადუსი იყო. თუმცა ახლა კლიმატი სტაბილურდება, რაშიც მას გარშემორტყმული ოკეანეები და „დამცავი“ ქარებიც ეხმარება…
„ანტარქტიდის კლიმატი ძალიან ცვალებადია, თუმცა ამ შემთხვევაში იმაზე ორჯერ უფრო ექსტრემალური დათბობის მოვლენა ვნახეთ, ვიდრე მოველოდით“, — ამბობს ნეფი.
NASA-ს ცნობით, 2002 წლიდან 2020 წლამდე, კონტინენტი წელიწადში საშუალოდ 149 მილიარდ ტონა ყინულს კარგავდა. „კონგერის ყინულის შელფის“ დაკარგვა კი უახლესი შემთხვევაა.
„ეს პატარა ყინულის თარო საკმაოდ ძვირფასი იყო, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში იგი თხელდებოდა და ზიანდებოდა“, — აცხადებს ნეფი.
როგორც მკვლევრები ამბობენ, კონგერის თარო სიცხის ტალღამდე დიდი ხნით ადრე იშლებოდა, თუმცა რადგან იგი ანტარქტიდის ზომებთან შედარებით საკმაოდ პატარაა, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.