in

ვულკანის გაღვიძებამ ანტარქტიდაზე 85 000 მიწისძვრა გამოიწვია

როგორც ამბობენ, ანტარქტიდასთან ახლოს დიდი ხნის მიძინებულმა წყალქვეშა ვულკანმა გაიღვიძა. შედეგები კი მეტად მასშტაბური აღმოჩნდა — ამან 85 000 მიწისძვრა გამოიწვია. მიწისძვრები 2020 წელს დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდა. ახალი კვლევის თანახმად კი ეს ქერქში ცხელი მაგმის მოხვედრამ განაპირობა.

M2
M2

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენ მასზე დაკვირვება შევძელით. ჩვეულებრივ კი პროცესები გეოლოგიურ დროში ხდება, გამოდის, რომ ჩვენ გარკვეულწილად გაგვიმართლა, — განაცხადა სიმონე სესკამ, კვლევის თანაავტორმა.

მიწისძვრა მძინარე ვულკანის, Orca Seamount-ის, ირგვლივ მოხდა, რომელიც ბრანსფილდის სრუტეში ზღვის დონიდან 900 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. როგორც ამბობენ, ამ რეგიონში ფენიქსის ტექტონიკური ფილა კონტინენტური ანტარქტიდის ფილის ქვეშ ექცევა და ნაპრალებს ქმნის.

მიწისძვრების ხმა კი პირველად მეფე ჯორჯის კუნძულზე დააფიქსირეს, სადაც ორი სეისმური სადგური მდებარეობს. შედეგად, მკვლევრებმა ამ სადგურებიდან მიღებულ ინფორმაციებს ორი სახმელეთო სადგურის შედეგები დაამატეს და მიწის გადაადგილების მაჩვენებელი გაზომეს. როგორც ამბობენ, ისინი უფრო შორს მდებარე სეისმურ სადგურებსაც დააკვირდნენ, რადგან მათ უკეთესი აღჭურვილობა აქვს და მსგავსი მეთოდით მიწისძვრების შესახებ უფრო დეტალური სურათის მიღებაა შესაძლებელი. 

საინტერესოა ისიც, რომ ყველაზე დიდი მიწისძვრა სიმძლავრით 6 მაგნიტუდა იყო და იგი ნოემბერში მოხდა, მანამდე კი 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა ოქტომბერში დაფიქსირდა. რაც შეეხება მიწის გადაადგილებას, როგორც ამბობენ, მიწამ მეფე ჯორჯის კუნძულზე 11 სანტიმენტრით გადაინაცვლა. მეცნიერები კი მიწისძვრით ამ მაჩვენებლის მხოლოდ 4%-ს ხსნიან, ხოლო დანარჩენზე გავლენას, მათი აზრით, ქერქში მაგმის გადაადგილება ახდენს.

მიუხედავად ამ ფაქტებისა, არ არსებობს ამოფრქვევის პირდაპირი მტკიცებულება. ამის დასადასტურებლად, მეცნიერებს სრუტეში სპეციალური მისიის გაშვება მოუწევთ, რათა ბათიმეტრია, ანუ ზღვის ფსკერის სიღრმე, გაზომონ და იგი ისტორიულ რუკებს შეადარონ.

„პორშე ცენტრი თბილისს“ ვერცხლის სერტიფიცირებული მექანიკოსები ჰყავს

Print კატეგორიის ოქროს პრიზიორი გიყვებათ, როგორ მოემზადოთ Young Lions Georgia-სთვის