მკვლევრებმა ყინულის საიდუმლო გაამხილეს — ანტარქტიდის უზარმაზარი შელფის ქვეშ, ტაძრის მსგავს გამოქვაბულში, ასობით მეტრ სიმაღლეზე არსებულ წყალქვეშა ეკოსისტემაში, კრევეტების მსგავსი არსებები აღმოაჩინეს.
კონკრეტულად კი, ახალი ზელანდიის მეცნიერთა ჯგუფმა ეკოსისტემა ყინულიდან 500 მეტრში, სავარაუდოდ, როსის ყინულის შელფის კიდიდან ასობით კილომეტრში მდებარე ესტუართან აღმოაჩინა. თავდაპირველად მათი მიზანი იყო დაედგინათ, რა როლს ითამაშებდა კონკრეტული შესართავი კლიმატით გამოწვეულ ყინულის შელფის დნობაში. თუმცა როცა ყინული გაჭრეს და მის სიღრმეში ჩავიდნენ კამერა ამფიპოდებით, ისეთივე არსებებით, როგორებიც ლობსტერები და კიბორჩხალებია, გაივსო.
„ცოტა ხანი გვეგონა რომ კამერას რაღაც სჭირდა, მაგრამ როცა ფოკუსი გასწორდა, დაახლოებით 5 მმ. ზომის ფეხსახსრიანების ჯგუფი შევნიშნეთ, სიხარულისგან ვხტუნავდით, რადგან მათი ცურვა ჩვენი აღჭურვილობის გარშემო იმას ნიშნავდა, რომ იქ აშკარად მნიშვნელოვანი ეკოსისტემა იყო“, — ამბობს კრეიგ სტივენსი, მეცნიერი.
საინტერესოა ისიც, რომ მეცნიერი ჰუ ჰორგანი იყო პირველი, ვინც ესტუარი აღმოაჩინა, თანაც, ეს სატელიტური სურათების შესწავლისას მოხდა. მართალია, მკვლევრებმა იცოდნენ, რომ ანტარქტიდის ქვეშ მტკნარი წყლების ტბები და მდინარეთა ქსელი არსებობდა, მაგრამ ეს საკითხი გამოკვლეული არ ყოფილა.
„ამ მდინარეზე დაკვირვება პირველ ადამიანად ყოფნას ჰგავდა, რომელიც ფარულ სამყაროში შევიდა“, — აცხადებს ჰორგანი.
მდინარის მოქმედებაზე დასაკვირვებლად სპეციალური ინსტრუმენტები წყლის ქვეშ დატოვეს. ლაბორატორიის მკვლევრები კი დააკვირდებიან, რა ხდის წყალს უნიკალურს… ამასთან, ბოლო დროს მიღებული შედეგები კიდევ უფრო გაფართოვდა — ტონგანის ვულკანის უზარმაზარ ამოფრქვევამდე რამდენიმე დღით ადრე ინსტრუმენტებმა ცუნამის შესვლისას წნევის მნიშვნელოვანი ცვლილება დააფიქსირა…