in

„ნამდვილი რუსეთის ჰიმნი“ MTV-ის ჯილდოს მფლობელმა პროდიუსერმა ომის ხმებით შექმნა

2022 წლის 24 თებერვლის ღამეს, უკრაინელები განგაშის ხმამ გაღვიძა. მას შემდეგ, მშვიდობიან მოსახლეობას ყოველ დღე ყურში ომისა და აგრესიის ხმა ჩაესმის – ბომბების, ტყვიების, ტანკების, ჭურვებისა და ტირილის ხმა. ამ ხმას, მთელი მსოფლიო უნდა ისმენდეს, რათა რუსეთის რეალური სახე ყველამ დაინახოს. სწორედ ამ იდეით, გერმანელი მუსიკალური პროდიუსერი როჯერ ლეაო, უკრაინის კრეატიულ საზოგადოებასთან გაერთიანდა და ხმოვანი კომპოზიცია შექმნა. მას Anthem of true Russia – ნამდვილი რუსეთის ჰიმნი ეწოდება და უკრაინაში მიმდინარე ომის რეალური ხმებისგან შედგება. უკრაინული სააგენტო Angry-სა და ლეაო როჯერის საერთო მიზანია, მსოფლიომ გაიგოს, რომ ომის შემზარავი ჟღერადობა, რომელიც უკრაინიდან ისმის, უკრაინას არ ეკუთვნის – ის რუსეთის ნაციონალური ჰიმნია. 

BOG

რუსული აგრესიის წინააღმდეგ შექმნილი კამპანია რეალური რუსეთის ჰიმნის გარდა მის გერბსაც შეიცავს. სამხედრო თვითმფრინავების, ტყვიის ფრთების, ჭურვებისა და აფეთქების ვიზუალებით, რუსეთის ნაციონალური სიმბოლო – ორთავიანი არწივია გამოსახული. 

„მხოლოდ მდინარის ხმა ისმის“ — გამოფენა ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შესახებ

არ შეჭამო!.. რადგან ამის სათქმელად სხვა უამრავი სიტყვა გვაქვს