in

Anthropic-ის ახალი AI მოდელი იმდენ ხანს იფიქრებს, რამდენიც მოგინდებათ

M2

AI მოდელებს ახალი Claude 3.7 Sonnet შეემატა, რათა იმდენ ხანს იფიქროს თქვენს კითხვებზე, რამდენსაც მოისურვებთ. Anthropic მას „პირველ ჰიბრიდულ AI დასაბუთების მოდელად“ გვაცნობს, რომელიც კარგად ნაფიქრ პასუხებს რეალურ დროში გვთავაზობს. თუმცა, AI მოდელის დასაბუთების შესაძლებლობას გააქტიურებთ თუ არა, ეს თქვენი გადასაწყვეტია. 

მსგავსად ადამიანებისა, რომელთაც ერთი ტვინი აქვთ, როგორც სწრაფი პასუხებისთვის, ისე ნაფიქრი გადაწყვეტილებებისთვის, მსჯელობის უნარსაც ერთ-ერთ შესაძლებლობად განვიხილავთ, რომელიც უახლეს მოდელს უნდა ჰქონდეს, სხვა უნარებს უნდა ერწყმოდეს და არ იყოს ცალკეულ მოდელში მოთავსებული, — აცხადებენ Anthropic-ში.

ამასთან, Anthropic კოდირების ახალ ხელსაწყო Claude Code-საც აცნობს მომხმარებლებს — დეველოპერებს კონკრეტული ამოცანების შესრულებას, კოდის მოძიებასა და წაკითხვას გაუმარტივებს, მაგალითად, კოდს გაანალიზებს, თუ ეტყვით: Explain this project structure. თუმცა, აღნიშნული ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმშია და ყველა მომხმარებლისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი.

Claude 3.7 Sonnet ორშაბათს ყველა მომხმარებლისა და დეველოპერისთვის გამოვა, თუმცა ზემოთ აღნიშნულ ფუნქციაზე წვდომას მხოლოდ Anthropic-ის პრემიუმ გამომწერები მიიღებენ.

5 გამორჩეული ტრენდი ილუსტრაციაში

როგორ გავიგოთ გვაწუხებს თუ არა ლაქტოზის აუტანლობა