in

Anthropic Claude-ს ახალი ინტეგრაციებით აძლიერებს – Blender, Adobe Creative Cloud და სხვა

Lenovo
Lenovo

Anthropic თავის AI-ს კვლავ აერთიანებს იმ ინსტრუმენტებში, რომლებსაც კრეატორები უკვე იყენებენ. Spotify-სა და სხვა პლატფორმების შემდეგ კომპანიამ წარადგინა ცხრა ახალი „მოკავშირე”, როგორებიცაა Blender, Adobe Creative Cloud და Autodesk Fusion. ამ განახლების მიზანია განმეორებადი ამოცანების შემცირება, იდეების გენერაციის დაჩქარება და სხვადასხვა აპლიკაციას შორის პროექტების გადატანის გამარტივება ტექნიკური ბარიერების გარეშე. ეს უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ცდილობს Claude წარმოაჩინოს, როგორც ყოველდღიური, პრაქტიკული ასისტენტი კრეატორებისთვის.

რომელი პლატფორმები უკავშირდება Claude-ს:

  • Ableton Live – Claude-ის პასუხები უკავშირდება ოფიციალურ დოკუმენტაციას
  • Adobe Creative Cloud – მომხმარებლებს აძლევს საშუალებას იმუშაონ 50+ ინსტრუმენტში, მათ შორის Photoshop, Premiere და Express
  • Affinity by Canva – განმეორებადი ამოცანებისთვის
  • Autodesk Fusion – მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დიალოგის საშუალებით შექმნან და შეცვალონ 3D მოდელები
  • Blender– ამატებს ბუნებრივენოვან ფენას მის Python API-ზე, რაც ამარტივებს რთულ პროცესებს
  • Resolume Arena და Resolume Wire – რეალურ დროში აკონტროლებენ ვიზუალებსა და AV პერფორმანსებს
  • SketchUp – მარტივი ტექსტური მოთხოვნებიდან ქმნის 3D მოდელების საწყის ვერსიებს
  • Splice – მუსიკოსებს ეხმარება პირდაპირ Claude-ში მოძებნონ royalty-free sample-ები

ამ ფუნქციების მთავარი მიზანია მცირე, მაგრამ დროის მომთხოვნი ნაბიჯების გამარტივება, რომლებიც ხშირად აფერხებს სამუშაო პროცესს.

განათლება და მომავალი

Anthropic უკვე თანამშრომლობს ინსტიტუციებთან, როგორიცაა Rhode Island School of Design და Goldsmiths, University of London, რათა AI-ინსტრუმენტები კრეატიულ განათლებაში ადრეულ ეტაპზევე დაინერგოს. ამის მიზანია, AI-ს გამოყენება ბუნებრივ ნაწილად იქცეს შემოქმედებით პროცესში.

მიმდინარე განახლებაც აჩვენებს, რომ AI ნელ-ნელა გადადის „ფონურ რეჟიმში“. Claude ხდება დამხმარე და კოლაბორატორი – ის ამარტივებს პროცესებს, წერს კოდს და ავტომატიზაციას აკეთებს, ხოლო საბოლოო შემოქმედებითი გადაწყვეტილებები ისევ ადამიანის პასუხისმგებლობაში რჩება.

საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ, რომელიც იუმორსა და გულწრფელობას აერთიანებს – მთავარი მხარდამჭერია თიბისი ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა