Google-მა კი მთელი კვირა მოიცვა დეველოპერთა კონფერენციით, მაგრამ ახლა ჩვენთვის სიახლეები Anthropic-საც აქვს გასაზიარებელი — Claude Opus 4-ისა და Claude Sonnet 4-ის ახალი თაობის მოდელებზე განაცხადეს, აქცენტით კოდირებაზე, დასაბუთებასა და აგენტობის შესაძლებლობებზე. არსებული ინფორმაციით, Claude Opus 4 „დამოუკიდებლად მდგრადი შესრულებით 7 საათის მანძილზე მუშაობს“.
ეს უკანასკნელი Anthropic-ის ყველაზე დიდი ვერსიაა ამ ოჯახში, უკეთ უმკლავდება გრძელ, კომპლექსურ ამოცანებს, როცა Sonnet ზოგადად უფრო სწრაფი და ეფექტურია. ამ შემთხვევაში Claude Opus 4-მა მანამდე არსებული Opus 3 ჩაანაცვლა, ხოლო Sonnet 4 Sonnet 3.7-ს ცვლის.
თუ Anthropic-ს დავუჯერებთ, ორივე მოდელი კონკურენციას OpenAI-ის o3-ისა და Gemini 2.5 Pro მოდელებს უწევს, სჯობნის კიდეც მათ…
რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, Anthropic-ის თქმით, ორივე მოდელს ჰაკერული შეტევის 65-ით ნაკლები ალბათობა აქვს…