ახალი კვირა Anthropic-მა მისთვის ყველაზე განვითარებული AI მოდელის ჩაშვებით დაიწყო — როგორც ამბობენ, Claude Sonnet 4.5-ს საოცრად გამოდის კოდირება. უკვე წარმოებისთვის მზა აპლიკაციების შექმნა შეუძლია და არა, მხოლოდ პროტოტიპების, რაც წინა AI მოდელებთან შედარებით, სანდოობის მხრივ, უზარმაზარი ნაბიჯია.
გასულ წელს ანთროპიკის AI მოდელები მეწარმეებისა და დეველოპერების ფავორიტად იქცა, ეს კი უმეტესად პროგრამული ამოცანების ეფექტურად შესრულების გამო მოხდა. ეფლი და მეტაც კი იყენებდნენ მას… თუმცა ცოტა ხნის წინ OpenAI-მ GPT-5-ის ჩაშვებით გამოწვევის წინაშე დააყენა Claude-ს მოდელების დომინანტობა, გამომდინარე იქიდან, რომ კოდირების გარკვეულ ნაირსახეობებში აჯობა…
მიუხედავად ამისა, ახლა უახლესი მოდელი ინდუსტრიაში ტოპ შესრულებას გვთავაზობს ისეთი კოდირების ბენჩმარკში, როგორიცაა SWE-Bench Verified:

Anthropic ასევე აცხადებს, რომ Claude Sonnet 4.5 მათი ყველაზე მოწინავე AI მოდელია, წინამორბედებთან შედარებით მიკერძოებისა თუ მოტყუების ბევრად დაბალი მაჩვენებლით. Claude Sonnet 4.5 ხელმისაწვდომი იქნება Claude API-ის მეშვეობით და Claude-ს ჩეტბოტში. ფასები იგივეა, 3 დოლარი თითო მილიონი შემავალი ტოკენისთვის, რაც დაახლოებით 750 ათასი სიტყვაა, უკეთ რომ წარმოიდგინოთ, იმაზე მეტი, ვიდრე „ბეჭდების მბრძანებლის“ სერიები… და 15 დოლარი თითო მილიონი გამომავალი ტოკენისთვის.
ახალ AI მოდელთან ერთად, Anthropic-მა Claude Agent SDK-ც ჩაუშვა — ზუსტად ისეთი ინფრასტრუქტურა აქვს, როგორიც Claude Code-ს და დეველოპერებს საკუთარი აგენტების შექმნაში შეუძლიათ, დაიხმარონ.
ბოლო სიახლე კი Imagine with Claude გახლავთ Max-ის გამომწერებისთვის, ეს უკვე რეალურ დროში აჩვენებს, როგორ აგენერირებს AI მოდელი პროგრამას. როგორც აცხადებენ, მოდელი მომხმარებელთა მოთხოვნებს ასევე რეალურ დროში უპასუხებს, წინასწარ გაწერილი ფუნქციონალისა თუ კოდის გარეშე.











