in

Anthropic უსაფრთხო ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე მუშაობს

უსაფრთხო დიდი ენობრივი მოდელების განვითარებისა და OpenAI-ისთვის კონკურენტული გარემოს გასაძლიერებლად, AI კვლევის კომპანია Anthropic-მა კიდევ 450 მილიონი დოლარი დააგროვა. სპონსორებში კი ისეთ კომპანიებს ამოიკითხავთ, როგორებიცაა Spark Capital, Google, Salesforce Ventures, Sound Ventures, Zoom Ventures და სხვები.

ამ ახალ რაუნდამდე Anthropic-მა 1 მილიარდი დოლარი მოიზიდა, უახლესი დაფინანსება კი 9 მარტს 300 მილიონი დოლარი იყო… როგორც კომპანიაში ამბობენ, ფინანსური რესურსები მხარს დაუჭერს დამხმარე, უსაფრთხო და პატიოსანი ხელოვნური ინტელექტის სისტემების ჩამოყალიბებას. უფრო კონკრეტულად კი, იგი დააფინანსებს Anthropic-ის ახალ პროდუქტებს და დაეხმარება კომპანიას, მისივე დიდი ენობრივი მოდელებისა და ასისტენტების გამოყენებით ბიზნესებს დაუჭიროს მხარი.

ხოლო იმისათვის, რომ OpenAI-სთან კონკურენცია დაძლიოს, მომდევნო ორ წელში კიდევ 5 მილიარდის შეგროვებას აპირებს. ინდუსტრიის ათეულშიც კი სურს შესვლა და მეწარმეებისთვის API წვდომის მიცემა თავისივე LLM-ებსა და სხვა ხელსაწყოებზე. 

საინტერესოა ისიც, რომ OpenAI-ის Anthropic-ზე მაღალი შეფასებები აქვს — დაახლოებით 27 მილიარდი დოლარი აპრილის ბოლოსთვის. როგორც ამბობენ, მან კიდევ მოიზიდა 300 მილიონი დოლარი სხვადასხვა ცნონილი კომპანიისგან. 10 მილიარდი დოლარი კი სტრატეგიული პარტნიორი Microsoft-ისგან მიიღო…

უნდა აღვნიშნოთ, რომ Anthropic-ის Claude AI ასისტენტი OpenAI-ის ChatGPT-ის საკმაოდ ძლიერი კონკურენტია. თანაც, Claude-ის უახლეს ვერსიას უკვე ასობით გვერდის მასალის დამუშავება და გაანალიზება შეუძლია მაშინ, როცა ChatGPT კონტექსტის მხოლოდ 3000 სიტყვის აღებას ახერხებს.

აქ კი არ დაგავიწყდეთ, რომ Anthropic 2020 წელს OpenAI-ის ყოფილი მკვლევრების, და-ძმის მიერ დაარსდა და სხვა თანადამფუძნებლებიც სწორედ OpenAI-ში მუშაობდნენ…

დაიწყე ავტომობილის მომზადება ზაფხულისთვის — შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

რას უნდა ველოდოთ „ინტელექტისა” და „არტანუჯისგან” თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე