in

უკრაინელების ანტი-Apple კამპანია, ყირიმის რუსეთად აღიარებისთვის

ორიოდე კვირის წინ, მსოფლიო პრესა Apple-ის სკანდალმა აალაპარაკა. აპლიკაციაში, ყირიმის – უკრაინის ტერიტორიას, რუსეთის ნაწილად უჩვენებდა. უკრაინელები, NewsFromUkraine-დან, ამ ამბავს Apple-ის ანტირეკლამით გამოეხმაურნენ. ისინი ვიდეორგოლში “ეფლის” ნაცვლად საუბრობდენ: “რეალობის შეცვლა, მორალური საზღვრების არქონა, ფულის თაყვანისცემა – ეს ჩვენი ახალი ღირებულებებია. ადამიანთა უფლებების დარღვევა, სამხედრო აგრესია სხვა ქვეყნის წინააღმდეგ? არ გვაინტერესებს. ჩვენთვის ფული ყველაზე მნიშვნელოვანია. თუკი დიქტატორი ან კრიმინალი ხართ და გაქვთ ძალიან ბევრი ფული, იმედს არასოდეს გაგიცრუებთ. მოგების სანაცვლოდ, თქვენს დანაშაულზე თვალს დავხუჭავთ”… ვიდეორგოლი CNN-ის, Voice of America-ს, National-ის და სხვა არხების ვიდეომასალის გამოყენებითაა შექმნილი.

BOG

 

იქნება თუ არა წელს Secret Santa?

ჩვენ გავერთიანდით და შევქმენით ყველაზე ერთიანი Spotlight 2019 – შეჯამება