in

დეველოპერული სექტორის მხარდასაჭერად 434 მილიონი ლარი გამოიყო

მთავრობამ, დეველოპერული სექტორის დასახმარებლად, ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. სფეროსთვის, ჯამში, 434 მილიონი ლარია გამოყოფილი. თანხა 4 მიმართულებაზე დაიხარჯება და როგორც პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურმა მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა თქვა, ამ სექტორში დასაქმებულთა სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და დარგის დარგის განვითარებას მოხმარდება.

„თითოეული ღონისძიების მიხედვით, საჭირო ბიუჯეტი მოხმარდება იმას, რომ პირველ რიგში სექტორში, როგორც პირდაპირ, ისე სექტორთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებში დასაქმებულ მოქალაქეებს შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები; მეორე – დავეხმაროთ დეველოპერულ სექტორს, რომ დაასრულოს მშენებლობები და ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებმაც უკვე გასწიეს ფინანსური ხარჯი დავიცვათ იმისგან, რომ არ დაკარგონ ეს ფული“.

ბექა ლილუაშვილის თქმით, 434 მლნ ლარი დაჯდება შემდეგი მიმართულებები:

  • „ 70 მილიონი ლარი სჭირდება იმას, რომ სახელმწიფომ დაასუბსიდიროს იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი
  • 14 მილიონი ლარი არის სახელმწიფო გარანტია იპოთეკური სესხების პორტფელზე
  • 150 მილიონი ლარი ეს არის თანხა, რომელსაც ჩვენ დამატებით მოვახმართ ჩვენს დევნილ ოჯახებს
  • 200 მილიონი ლარი ეს არის საგარანტიო ფონდი შესყიდვებისთვის, რომელიც სრულად ხელმისაწვდომია სექტორისთვის და შესაბამისად ამ პროექტის ფარგლებში შესყიდულ უძრავ ქონებასაც სახელმწიფო გამოიყენებს დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებისთვის“.

მთავრობამ, დეველოპერული სექტორის გარდა, ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერადაც.

იაპონიის ზოოპარკმა კაფეში დისტანციის უზრუნველსაყოფად სათამაშო წყლის გოჭები დასვა

600 000 მკითხველი და Feedc-ის ყველაზე დიდი განახლება