2 აპრილიდან, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი „ანტიგაყიდვების“ კურსის მეორე ნაკადის მიღებას იწყებს. ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უშუალოდ უწევს გაყიდვები, მომხმარებელთან სატელეფონო ურთიერთობა, შეხვედრების დანიშვნა და მოლაპარაკება.
ექვსი სამსაათიანი შეხვედრის ფარგლებში, ტრენერები: დავით ჩიკვაიძე და გიორგი ტურძილაძე კურსზე ჯერ განიხილავენ, რა არ მუშაობს გაყიდვებში, შემდეგ კი – რა მუშაობს.
https://www.youtube.com/watch?v=JEodnvmM8QI&feature=youtu.be&fbclid=IwAR0fgF8BhPB2IgfkaOaZFcUZeUnLMfAaPO02CnklyQtWkclo79PhT9bAeII
ტრენინგი განიხილება შემდეგი საკითხები: როგორ დაგეგმოთ, განახორციელოთ და მართოთ გაყიდვების პროცესი და მოლაპარაკებები დაწყებიდან დასრულებამდე. პროგრამა მოიცავს გაყიდვების ძირითად თემებს:
- გაყიდვის არხები და საშუალებები;
- პოტენციურ კლიენტზე გასვლის გზები;
- კლიენტზე ინფორმაციის მოძიება;
- პირველი კონტაქტისათვის მომზადება;
- სატელეფონო კონტაქტი და შეხვედრა;
- როგორ ვისაუბროთ შეთავაზებაზე;
- პირველი კონტაქტის შემდგომი follow up.
„ანტიგაყიდვების“ კურსის გასავლელად აუცილებელია აპლიკაციის შევსება. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, დაინიშნება გასაუბრება ტრენერებთან.
ტრენინგის ჩატარების ადგილი: „ტერმინალი“, აბაშიძის N 34
ტრენინგის ღირებულება: 835 ლარი
დეტალებისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.isi.ge
[R]










