in

მეცნიერებმა მიაგნეს ანტიბიოტიკს, რომელიც მხოლოდ ცუდ ბაქტერიებს კლავს!

უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა სიკეთე მოუტანა ანტიბიოტიკმა საზოგადოებას, მაგრამ ახლა მათი გამოყენების ერთ დიდ ნაკლზე უნდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. ცუდი ის არის, რომ ანტიბიოტიკი კარგ და ცუდ ბაქტერიებს თანაბრად უმკლავდება. ამასთან, ნაწლავებზეც ზემოქმედებს და მასში არსებულ მიკრობებზეც. ეს გავლენა, შესაძლოა, კონკრეტული ბაქტერიების ან სოკოების ჭარბ განვითარებაშიც გადაიზარდოს… ამის ფონზე კი ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერები ახალ ანტიბიოტიკს გვთავაზობენ, ლოლამიცინს, რომელიც გრამ-უარყოფით პათოგენებს უმკლავდება!

M2
M2

ეს უკანასკნელი ხშირად ხდება ინფექციების გამომწვევი მიზეზი ფილტვებში, სისხლში, ნაწლავებსა თუ შარდის ბუშტში. გრამ-უარყოფითი ბაქტერიების რეზისტენტულობა არსებული ანტიბიოტიკების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საფრთხეა, რომელიც დღეს ადამიანის ჯანმრთელობის წინაშე დგას. ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკები, როგორც გრამ-უარყოფით, ისე გრამ-დადებით ბაქტერიებს კლავს. ხოლო, თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, უმჯობესია, სწორედ გრამ-უარყოფითი ბაქტერიებისთვის დამიზნება, რადგან მეტად მდგრადია არსებული ანტიბიოტიკების მიმართ…

თავად ლოლამიცინის მსგავსი წამალი კი იღბლიანი ბილეთი შეიძლება, დარჩეს. ლაბორატორიულ კვლევებში, როცა ლოლამიცინი 130 წამლისადმი რეზისტენტული, გავრცელებული გრამ-ნეგატიური ბაქტერიების წინაშე გამოცადეს, იქნება ეს E. coli, K. pneumoniae თუ E. cloacae, წამალმა წარმატებას ზუსტად იმ მიკრობების განადგურებაში მიაღწია, რომლებთანაც სხვა ანტიბიოტიკმა ვერაფერი მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მღრღნელებში ლოლამიცინს წარმატებით იყენებდნენ პნევმონიისა და სისხლის სხვა ინფექციების მკურნალობისთვის — აღმოაჩინეს, რომ წამალს არავითარი გავლენა აქვს გრამ-დადებით ბაქტერიებზე ან არაპათოგენურ გრამ-უარყოფით კომენსალურ ბაქტერიებზე.

ამოქსიცილინისა და კლინდამიცინისგან განსხვავებით, რომელთაგანაც ერთი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, მეორე კი მხოლოდ გრამ-დადებითის, ამ ახალ წამალს მღრღნელების მიკრობიომში არსებითი ცვლილებები არ გამოუწვევია, მკურნალობის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში. არც კლოსტრიდიუმ დიფიცილე განვითარებიათ, რომელიც სტაციონარებში ვრცელდება პაციენტების ანტიბაქტერიული მკურნალობისას… მარტო ამერიკაში ყოველწლიურად 500 000 ადამიანს ემართება, რომელთაგანაც 30 000 ფატალურად სრულდება. აქ კი მიკრობიომის არსებობა პირდაპირ მრავალი სიცოცხლის გადარჩენად შეგვიძლია, ვთარგმნოთ. 

ლოლამიცინის მსგავსი ანტიბიოტიკები გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება ნაწლავის მიკრობიომის დაზიანებების შესამცირებლად, რითაც იმაზე ეფექტური გახდება, ვიდრე ამჟამინდელ კლინიკურ პრაქტიკაში არსებული ანტიბიოტიკები, — აცხადებენ მკვლევრები.

მართალია, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი მანამ, სანამ აღნიშნულ ანტიბიოტიკს ადამიანებზე გამოცდიან, მაგრამ მიღებული შედეგები ნამდვილად იმედის მომცემია. 

 

Leica-მ რეტრო ფოტოებისთვის აპლიკაცია გამოუშვა

Tesla-მ „ყველაზე ძვირიანი“ მესკალი გამოუშვა!