in

რიანას და “Samsung”-ის გაერთიანება

მომღერალმა რიანამ და “Samsung”-მა საერთო სარეკლამო კამპანია წამოიწყეს. კამპანია ინტერაქტიული რეკლამისგან და თამაშისგან შედგება, რომელიც მომღერლის ახალი ალბომის “Anti”-ის გამოსვლას უკავშირდება.

მისტიური ვიდეორგოლი “AntiDiaRy”-ს მთავარი გმირი თვითონ რიანაა და ორი ბავშვი, რომლებიც ცდილობენ მომღერალს რაღაცა მიანიშნონ და გასაღებს უტოვებენ. ვიდეოში, ასევე მესამე გვირგვინიანი ბავშვია, რომელიც რიანასთვის განსაკუთრებული პერსონაჟი გახდა. ალბომის გარეკანზე სწორედ გვირგვინიანი გოგოს ფოტოა გამოსახული.

საიტზე antidiary.com ინტერაქტიული თამაშია შესაძლებელი. მოთამაშეებს შესაძლებლობა ექნებათ რიანას კლიპის ციხესიმაგრე ვირტუალურად დაათვალიერონ. ციხესიმაგრეში მოძრაობის დროს მოთამაშემ შესაძლოა ვიდეორგოლის ახალი ნაწილი აღმოაჩინოს და სიმღერას პირველმა მოუსმინოს.

https://youtu.be/xguKX_gc4FA

ყველას თავისი საახალწლო განწყობა აქვს

კასტინგი დასრულებულია! Orange Santa ცნობილია! საქართველოს ბანკის საახალწლო რეკლამა