21
Nov
2017

„ანტიშფოთი“ – ფიქრის არასტანდARTული საშუალება – ტანსაცმელი და აქსესუარები ქართველი მხატვრისგან

21 Nov 2017

Startauperi
Startauperi


#მეტისიცილი, #morethink, #იმასქენი, #trytobestupid „ანტიშფოთის“ გამომხატველი ჰეშთეგებია. ქართველი მხატვრის – George Gamez-ის მიერ შექმნილი კონცეპტუალური ტრუსები, ჰუდები, სტიკერები, ჩანთები და „თუ გინდა, რომ თავი განდონ“, საკუთარი ბრენდის CUTEKUTU-ს პრეზერვატივები კონცეპტუალურ შოურუმშია ხელმისაწვდომი. ტანსაცმლისა და აქსესუარების გარდა, ადგილზე შესაძლებელია კოქტეილისა და ნაყინის მირთმევაც. როგორია „ანტიშფოთის“ კონცეფცია, რა გამეზას სათქმელი და რას ამბობს ის: M: რისი თქმა გინდა „ანტიშფოთით“? რას გამოხატავ?
ანტიშფოთი არის იდეა, განწყობის ხარისხი, უშფოთველი და ლაღი, რომელიც თავისთავში გულისხმობს ემოციის თუ იდეის გამოხატვის მრავალ მიმართულებას. არის ზოგადი განწყობა, ამავდროულად, ხაზგასმულად ინდივიდუალური. ინტერაქცია, ჩართულობა არის ანტიშფოთის ერთ-ერთი მთავარი იდეა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყოს მონაწილე კრეატიული პროცესის, რაც გამოიხატება სხვადასხვა კონცეფციის პროექტებში. გამოვხატავ კომუნიკაციას, ურთიერთობას, ინდივიდუალიზმს, სტილს. ვქმნით ფიქრის, გადაწყვეტის არასტანდARTულ საშუალებას.M: განსაკუთრებულს რას სთავაზობთ მომხმარებელს?
მორალური ღირებულებების გარდა, ანტიშფოთი, როგორც კონცეპტუალური სივრცე/შოურუმი ჰქმნის მრავალფეროვან არტპროდუქციას, რომლის განწყობასაც
ძირითადად, განსაზღვრავს ვიზუალური კონტენტი, რაც ინსპირირებულია ყოველდღიურობით, შექმნილია გამეზას უნიკალური ხედვით და დამოკიდებულებით. ამ ეტაპზე, პროდუქციის ძირითად ნაწილს შეადგენს ტანსაცმელი, ჰუდი, მაისური, ტრუსი, წინდა, ამზიდი, ასევე, აქსესუარები: სტიქერი, ბროში, ფოსთქარდი, პოსტერი, ჩანთა, საფულე და ა.შ. ასევე, გვაქვს საკუთარი ბრენდის CUTEKUTU-ს უმაღლესი სტანდარტის პრეზერვატივი, რომელიც ერთნაირად „სახალისოდ” გამოყენებადია, როგორც სუვენირად, ასევე, პრაქტიკული დანიშნულებით. თუ გინდა, რომ თავი განდონ…CuteKutu.. For Sexessful Living.. ადგილზე არის ბარიც, სადაც შეიძლება, უნიკალურად საიდუმლო რეცეპტით შექმნილი, კოქტეილ-ელექსირ ანტიშფოთის დაგემოვნება. გარდა ამისა, ანტიშფოთის კონცეფციაში შედის კაფე-სანაყინე – Iscream by Tamara, თამარა გოდერძიშვილის მიერ, სახელდახელოდ, ქართული გემოებით (ტარხუნა, ადესა, ფეიხოა..) შექმნილი ნაყინი.. ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომი და სასიამოვნოა, მით უფრო, მაღალი ხარისხის გათვალისწინებით.
M: როგორია „ანტიშფოთის“ პროდუქციის შექმნის პროცესი?
პროდუქციის შექმნის პროცესი არ განისაზღვრება ერთი კონკრეტული პრინციპით და მჭიდრო კავშირშია ყველა ზემოაღნიშნულ ფასეულობასთან, კომუნიკაცია, იდეა, მხატვრობა, დრო, სივრცე, მოვლენა, თუმცა, არ კარგავს თავის ყველასგან განსხვავებულ ხასიათს.


M: რა არის შენი ინსპირაცია „ანტიშფოთებზე“ მუშაობისას? რა გამოცდილება გაქვს კრეატივის მიმართულებით?
ინსპირაცია არის ყოველი წამი, ეს პროცესი უწყვეტია, დროსთან საკუთარი ადეკვატური დამოკიდებულებით. ჩემი გამოცდილებაც თითოეული წამია, რაც ამ სფეროებთან დაკავშირებით დამიხარჯავს, [ილუსტრაცია, კედლის მხატვრობა, კარიკატურა, კომიქსი.. ასევე ნეიმინგი, ქოფირაითინგი..] სხვადასხვა დროს მაქვს მუშაობის გამოცდილება, დიზაინის, ანიმაციის, მიმართულებით. ანუ ყოველი წამი შეგნებული და ალბათ, შეუგნებელი ცხოვრებისაც, ამ ერთიანი განმშფოთავი გამოცდილების მიღებას ეთმობა.M: რას გეგმავ? რა მიმართულებით უნდა განავითარო „ანტიშფოთი“?
გარდა პროდუქციის მრავალფეროვნების გაზრდისა, ანტიშფოთს ექნება აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა სოციალურ, კულტურულ თუ გასართობ-შემეცნებით პროექტებში, ასევე, ბავშვებისთვის იგეგმება მრავალმხრივი ივენთის თუ პროდუქტის შექმნა. ვინაიდან, ფანტაზია შეუზღუდავია, ანტიშფოთი იქნება მრავალი, ჯერ წარმოუდგენელი და/ან გაუაზრებელი, მაგრამ მეტად მიმზიდველი და სანახაობრივი ინიციატივის ავტორი. ანტიშფოთის კონცეპტ-შოურუმი მდებარეობს ღვინის ქარხანა N1-ის ტერიტორიაზე, პეტრიაშვილის ქ. 1-ში.

განხილვა