31 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმის ორგანიზებით თბილისში ფრანგი ფოტოგრაფი და რეჟისორი, ანტუან დაგატა ფოტოგრაფიის ვორქშოპს ჩაატარებს. ვორქშოპში ჩართულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ფრანგი ფოტოგრაფის ხელმძღვანელობით აითვისონ თბილისი, შემდეგ კი მათი ნამუშევარი სპეციალურად გამოცემულ კრებულში მოხვდება.
კურსი არის მათთვის, ვისაც სურს, გაიფართოვოს ფოტოგრაფიული პერსპექტივები და გაარღვიოს ამ სფეროში უკვე დამკვიდრებული საზღვრები. ინტენსიური კურსის განმავლობაში მონაწილეებს ევალებათ ყოველდღიურად გადაიღონ ფოტოები, რომლებიც დილაობით გადაიხედება და შეფასდება.
ვორქშოპები ჩატარდება თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმში, სასტუმრო სტამბაში. ანტუან დაგატა კურსს ინგლისურად ჩაატარებს. აღნიშნულ ვორქშოპზე დასწრება შეუძლია 12 მსურველს. ღირებულებისა და სხვა დეტალების სანახავად, ეწვიეთ ბმულს.