იცოდით, რომ „ენთები“ კომპანიებს ფინანსური რეპორტინგის, ბიუჯეტირებისა და ანალიზის მომსახურებასაც სთავაზობს?
ქართული კომპანიებისთვის კარგად ცნობილი ფაქტია, რომ „ენთები“ წლებია ბუღალტრულ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს და დღეს უკვე ყოველთვიურად 650-ზე მეტ კომპანიას ემსახურება და გამორჩეულ სამომხმარებლო გამოცდილებას უქმნის. 2023 წელს “ენთები” გახდა თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს-დაჯილდოების გამარჯვებული ნომინაციაში “გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის”. თუმცა, ქართული კომპანიებისთვის ნაკლებად ცნობილია, რომ გარდა საბუღალტრო და საგადასახადო სერვისებისა „ენთები“ მომხმარებელს ასევე სთავაზობს სხვა ფინანსურ მომსახურებასაც, მათ შორის ფინანსურ რეპორტინგს, ბიუჯეტირებასა და ანალიზს.
რატომ უნდა ჰქონდეს კომპანიას ფინანსური რეპორტინგი?
იცოდით, რომ სტატისტიკურად, ფინანსური რეპორტების წარმოება 10-დან 9 ბიზნესს ეხმარება მომგებიანობის ზრდასა და ხარჯების ოპტიმიზაციაში? სწორედ ასეთია „ენთების“ გამოცდილება აღნიშნულ საკითხში. ფინანსური რეპორტები ეხმარება ბიზნესში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ დაინახონ კომპანიის რიცხვებში გამოსახული შედეგები. რეპორტები, ანუ ანგარიშგებები, ფინანსების ორგანიზებულად გაანალიზების შესაძლებლობას იძლევა. ფინანსური რეპორტინგი ბიზნესისთვის ასრულებს თვალის ფუნქციას. ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხედავდეს ორგანიზებულ მონაცემებს შემოსავლების წყაროების, ხარჯების კატეგორიებისა და ფულადი ნაკადების მიხედვით. აღნიშნული უმარტივებს დირექტორებსა და მენეჯერებსა გადაწყვეტილების მიღების პროცესს და იძლევა საშუალებას, რომ ბიზნეს-პროცესები იმართებოდეს დამუშავებულ მონაცემებზე დაყრდნობით. უკლებლივ ყველა მსხვილ ბიზნესს აქვს ფინანსური რეპორტინგის ფუნქცია საკუთარ კომპანიაში, რადგან მათ იციან, რომ სწორედ გამართული ფინანსური რეპორტინგია ის, რაც საშუალებას მისცემთ, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდონ და განვითარდნენ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების გზით.
„ენთები“ ჩვეული გულმოდგინებით და დეტალებზე ორიენტირებულობით მომხმარებელ კომპანიებს ფინანსური რეპორტინგის სერვისს სთავაზობს, რათა გაუმარტივოს მენეჯმენტს ფინანსური ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
როგორ კეთდება ფინანსური ანალიზი?
მარტივად რომ ვთქვათ, ფინანსური ანალიზი არის, ფინანსურ რეპორტებსა და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით, კომპანიის ფინანსური მონაცემების დამუშავება და შესწავლა. ფინანსური ანალიზი შეიძლება გაკეთდეს მრავალ ასპექტში და ჭრილში. მაგალითად, კომპანიას შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე ბიზნეს-მიმართულება ან პროექტი და მენეჯმენტმა არ იცოდეს, თუ რა მომგებიანობა აქვს თითოეულ მათგანს. ფინანსური ანალიზი იძლევა საშუალებას, რომ დადგინდეს თითოეული მიმართულების მომგებიანობა. გარდა ამისა, დახვეწილი ფინანსური ანალიზი ხშირად ადგენს მომგებიანობას თითოეული კლიენტის ჭრილში. დავუშვათ კომპანიას ჰყავს რვა კლიენტი და სჭირდება გაიგოს თუ რა მოგება რჩება თითოეული მათგანისგან. ფინანსური ანალიზის შედეგად ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ერთ ან რამდენიმე კლიენტზე კომპანია მოგების ნაცვლად ზარალობს. ასეთ შემთხვევაში კომპანია იღებს ან ფასის გაძვირების, ან ზარალიან კლიენტთან კონტრაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილებას.
„ენთებს“ პრაქტიკაში არაერთი წარმატებული პროექტი ჰქონია ფინანსური ანალიზის მიმართულებით, რაც გამოიხატა მომხმარებელი კომპანიის ფინანსური შედეგების გაუმჯობესებასა და წინსვლაში.
რა საჭიროა ფინანსური ბიუჯეტირება?
ბიუჯეტირება ფინანსური რეპორტინგისა და ანალიზის ლოგიკური გაგრძელებაა. მაშინ, როცა ფინანსური რეპორტინგი და ანალიზი ძირითადად კონცენტრირდება წარსული მონაცემების დამუშავებასა და შესწავლაზე, ფინანსური ბიუჯეტირება ფოკუსირდება მომავალზე და ახდენს მომავალი ტრანზაქციებისა და ფინანსური შედეგების დაგეგმვას. აღნიშნული ეხმარება კომპანიების მენეჯერებს, რომ წინასწარ დაგეგმონ სხვადასხვა პროექტებში ინვესტიციები, შემოსავლები, თანამშრომელთა ხელფასები, მარკეტინგის ბიუჯეტი, ადმინისტრაციული ხარჯები, მოსალოდნელი ფულადი ნაკადები და ა.შ. ფინანსური ბიუჯეტის შედგენის შემდეგ აუცილებელია მისი რეგულარული მონიტორინგი, ანუ პერიოდულად გადახედვა და შეცვლილი მონაცემების განახლება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რეალური შედეგების გეგმიურთან შედარება და გადახრების ანალიზი. მსგავსი ტიპის ანალიზი საშუალებას აძლევს კომპანიებს, რომ დაინახონ რა მოხდა დაგეგმილისგან განსხვავებულად და დროული რეაგირება მოახდინონ ცვლილებებზე.
„ენთები“ წლებია მომხმარებლებს სთავაზობს ეფექტურ და შედეგებზე ორიენტირებულ ფინანსური ბიუჯეტირების სერვისს. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბიუჯეტირება ეფუძნება ფინანსურ რეპორტინგსა და ანალიზს. ამიტომ, თუ კომპანიას არ აქვს გამართული ფინანსური რეპორტინგი, სასურველია ჯერ მოწესრიგდეს ეს მიმართულება და შემდეგ მოხდეს ბიუჯეტირების პროცესის ინიცირება. ასევე შესაძლებელია, რომ ფინანსური რეპორტინგის, ბიუჯეტირებისა და ანალიზის პროცესები მიმდინარეობდეს პარალელურად.
[პარტნიორის კონტენტი]