19
Dec
2019

ანუკა ბარათაშვილის ილუსტრაციებით სამხრეთ კორეაში “Christmas Carols” გამოიცა

19 Dec 2019

დღევანდელი მდგომარეობით ანუკა ბარათაშვილი წიგნების ილუსტრატორია, თუმცა, სამხატვრო აკადემიაში ანიმაციური ფილმის დამდგმელი მხატვარის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. სულ ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეაში ანუკა ბარათაშვილის ილუსტრაციებით “Christmas Carols” გამოიცა. წიგნის შინაარსისა და ილუსტრაციებზე მუშაობის პროცესის შესახებ ანუკას გავესაუბრეთ:

M: პირველ რიგში, მოგვიყევით, რაზეა წიგნი და როგორი ილუსტრაციების შექმნა გქონდათ დავალებული?

ჩ.დიკენსის “საშობაო სიმღერა” ლონდონში 1843 წელს გამოიცა. იგი სამართლინად ითვლება მსოფლიო კლასიკის ნიმუშად.
წიგნი მოგვითხრობს მევახშე ბერიკაცზე ( Ebenezer Scrooge ), რომელმაც მთელი ცხვორება სიმდიდრის მოხვეჭას შეალია. მარტოობაში, უსიცოცხლო ყოველდღიურობაში გაიარა ცხვორებამ, მაგრამ შობის წინ ნანახი ხილვა ყველაფერს ცვლის, პრინციპში, ეს არის წიგნი ცხოვრების საზრისზე, შობის ჯადოსნურ არსზე, ვერ ვიტყოდი, რომ ნაწარმოები ბავშვებისთვისაა დაწერილი, ამიტომ რთული იყო, 4-7 წლის ბავშვებისთვის გასაგები ყოფილიყო – ასეთი იყო შემკვეთის მოთხოვნა.. იყო გარკვეული ჩარჩოები და შეზღუდვები.

M: როგორი იყო ამ წიგნზე მუშაობა (რა გამოწვევების წინაშე იდექით, რამდენი ხანი მუშაობდით მასზე..)?

რადგან მსოფლიოში “Christmas Carols”-ის ძალიან ბევრი ილუსტირირებული ვერსია, მულტფილმი და ფილმი არსებობს, უფრო მეტი პასუხისმგებლობა დამეკისრა მე, მხატვარს.. რთულია, გავლენებისგან იყო თავისუფალი, ასევე საკმაოდ საშიში სცენებია წიგნში და ისე უნდა დახატო, რომ 4 წლის ბავშვს არ შეეშინდეს. ხატვას დახლოებით 5 თვე მოვუნდი.

M: როგორ/რა გზით ჩაერთეთ ამ პროექტში? 

წიგნის გამომცემლებმა ჩემ მიერ საქართველოს ბანკის სახალწლო კომპანისთვის შექმნილი ნახატი “Secret Santa” ნახეს.  www.behance.net -ზე. ძალიან მოეწონათ აურა, ახალი წლის განწყობა და მითხრეს, რომ დიდი ხანი ეძებდნენ ამ წიგნისთვის მხატვარს და რომ ამ ნახატის ნახვის შემდეგ გადაწყვიტეს – მე უნდა დამეხატა “Christmas Carol”. აი, ამგვარად გადაწყდა ამ წიგნის დახატვა.

M: უკვე იღებთ გამოხმაურებებს? თუ ჯერ ადრეა..

ქართველებს ძალიან მოწონათ და ძალიან მოუნდათ შეძენა, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ სამხრეთ კორეაში იყიდება.. უცხოლებისგან ჯერ გამოხმაურება არ ყოფილა. სულ ცოტა ხანია, რაც საიტზე დავდე.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა