in

დიზაინერ ანუკი კონიაშვილის რჩეული 7 შრიფტი

შრიფტს შეუძლია გადმოსცეს ტექსტის ხასიათი, ტონი, განწყობა. სწორედ ამიტომ, გრაფიკოსი დიზაინერები მას განსაკუთრებული სიფრთხილით ირჩევენ. ამჯერად, რჩეული 7 შრიფტის დასახელება დიზაინერ ანუკი კონიაშვილს ვთხოვეთ, რომელსაც კანის ლომების ადგილობრივ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე არაერთხელ მიუღია მონაწილეობა და 2018 წელს, ოქროს მფლობელიც გახდა.

„გულახდილად რომ ვთქვა, ცალსახად ფავორიტი ფონტები არ მაქვს, ყველა პროექტზე სხვადასხვა სტილის ფონტს ვიყენებ და შესაბამისად უფრო სწორი იქნება გამოვყო სხვადასხვა სტილიდან ფავორიტი შრიფტი,“ – გვიყვება ანუკი კონიაშვილი.

San Serif – Avenir Next by Linotype (Designers: Adrian Frutiger, Akira Kobayashi, Akaki Razmadze, Anuthin Wongsunkakon, Elena Papassissa, Yanek Iontef, Nadine Chahine-. ამ შრიფტს ყველაზე შირად body text-ისთვის ვიყენებ, ქართული ადაპტაციაც უდიდესი პლუსია.

Serif – Chronicle Display by Hoefler & Co, როცა სერიფ ფონტს ვირჩევ, პირველი ნამდვილად ეს შრიფტი მახსენდება. ძალიან ბევრ ზომასა და სისქესე მუშაობს და ვებისთვისაც იდეალურია.

Slab – Museo Slab by Exljbris, Designher: Jos Buivenga – სლებ სტილი ჩემი ფავორიტია და Museo Slab-ს გამოვყოფდი, რადგან როგორც ვიზუალურად, ასევე ტექნიკურად ძალიან გამართული ფონტია.

Condensed font – UMMY by Holy Motors, Designer: Anuki Koniashvili – კაფე უმმისთვის შექმნილი ქართული „ქონდენსდ“ ფონტიც საკმაოდ გემრიელი და მიმზიდველია.

San serif – Chap Variable by Holy Motors (Georgian Letters) Designer: Anuki Koniashvili – ბლაუენშტაინისთვის შექმნილი ულამაზესი სერიფ ფონტი, შეიცავს მხედრულ და მთავრულ ასონიშნებს, ასევე სისქეები არის ცვლადი (Variable).

San serif – CUBANO by C. Van De Water, Georgian Letters by Leavingstone (Designers: Nick Kumbari, Akaki Razmadze, Anuki Koniashvili) – ქართული ადაპტაცია შექმნილია Open Air 2017-ისთვის.

Wide – Monument by Pangram, Georgian Letters by Holy Motors (Designer: Anuki Koniashvili) – Wide ფონტის ქართული ადაპტაცია, რომელიც შევმენით CCLA-ისთვის, ჩემს ფავორიტად რჩება, რადგან პირველი შრიფტი იყო, რომელზეც ვიმუშავე „ჰოლი მოტორსში“ 2019 წელს.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

5-ვარსკვლავიანი რეზიდენციები გონიოს სანაპიროებზე – Next Group-ის მასშტაბური წამოწყება

ამ ვებ-კამერით არაციფრული ნივთების გაზიარებას შეძლებთ