ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსი, ანუშკა ჩხეიძე CES Records-ზე მორიგ ალბომს “Move 20-21” აქვეყნებს, ეს ანუშკას მეორე რელიზია შარშანდელი “Halfie”-ის შემდეგ. ალბომი 10 კომპოზიციისგან შედგება და ატმოსფერული ელექტრონიკით არის სავსე. ანუშკამ ალბომზე პანდემიის პირობებში არსებული ჩაკეტილობის პირობებში იმუშავა და როგორც თავად აცხადებს, აქ წარმოდგენილი მუსიკა წარმოადგენს ცნობიერების მოგზაურობას დროსა და სივრცეში, ფიზიკური მოძრაობის გარეშე.
ალბომის ბოლო კომპოზიციაზე ასევე გავრცელდა მუსიკალური ვიდეო,რომელზეც ანა სარუხანოვამ იმუშავა.